კორონავირუსის გამო, "ბარსელონას" ლიდერები უსიამოვნო წინადადებას დათანხმდნენ

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 22-მარ, 20:249 GioToServe 183
image



ახლახანს, "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ გუნდის ოთხ ლიდერ ფეხბურთელს - ლიონელ მესის, ჟერარ პიკეს, სერხიო ბუსკეცსა და სერხი რობერტს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა "Mundo Deportivo".

წყაროს თქმით, "ლა ლიგის" სეზონის შეჩერების გამო, ფუნქციონერმა ფეხბურთელებთან ხელფასის შესაძლო შემცირების საკითხზე იმსჯელა. "ბარსელონაში" იმედოვნებენ, რომ მოთამაშეების ანაზღაურებაზე გაცემული საერთო თანხის მოცულობა 1 მილიარდ ევროს არ გადააჭარბებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, კატალონიელები ბიუჯეტის ბალანსირებას შეეცდებიან. ცხადია, კორონავირუსის პანდემიის გამო, კლუბი სპონსორებისგან შემოსავალს ვეღარ იღებს, რადგანაც ესპანეთის ჩემპიონატი უცნობი ვადით გაჩერებულია.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ლიდერები ბართომეუს წინადადებას დათანხმდნენ. შედეგად, კარანტინის პერიოდში, მათი და "ბლაუგრანას" სხვა წევრების ხელფასი შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში, იტალიის შემდგომ, კორონავირუსის ყველაზე დიდ კერას სწორედ ესპანეთი წარმოადგენს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა საერთო რიცხვი 30 ათასამდეა, გარდაცვლილთა ოდენობა კი 2 ათასს გადაცდა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)