ესპანეთში ყველაფერი შეჩერდა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 23-მარ, 18:459 GioToServe 156
image



ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ ქვეყანაში არსებული ყველა ტურნირი გაურკვეველი ვადით შეაჩერა. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის პრესსამსახურმა გაასაჯაროვა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ქვეყანაში ყველა საფეხბურთო მატჩთან ერთად, შეჩერდა მინი-ფეხბურთისა და პლაჟის ფეხბურთის ყველა შეჯიბრება.

ესპანეთში არცერთი საფეხბურთო მატჩი აღარ ჩატარდება იქამდე, სანამ ქვეყნის მთავრობა კორონავირუსის მასშტაბების დრამატულად შემცირებას არ დაადასტურებს და ტურნირების განახლების ბრძანებას არ გასცემს.

როგორც ზემოთ ითქვა, ამ უკანასკნელი გადაწყვეტილებისათვის, ესპანეთში აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საგრძნობი გაუმჯობესება, მაგრამ დღესდღეობით, მხოლოდ საპირისპირო თუ ხდება.

როგორც იცით, ესპანეთში "ლა ლიგა" დაახლოებით 10 დღის წინ შეაჩერეს, ხოლო გასულ დღეებში, კორონავირუსით "ესპანიოლის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი და "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალნენ.

ესპანეთში "კოვიდ-19"-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ათასობით იმატებს, იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელიც 2,500-ს აღწევს. ესპანეთში პანდემიის სირთულე იტალიის მძიმე მდგომარეობას გაუთანაბრდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)