კორონავირუსით დაავადებული "არსენალის" მწვრთნელი განცხადებას აქვეყნებს

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 23-მარ, 18:549 GioToServe 149
image



"არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა, რომელიც ცოტა ხნის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა, სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. მის მიერ გამოქვეყნებული ახალი, სასიამოვნო ინფორმაცია თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება:

"დღეს, მე თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი. 3 თუ 4 დღე დამჭირდა იმისათვის, რომ თავი უფრო ენერგიულად მეგრძნო, სიმპტომები კი უკან ჩამოვიტოვე."

"სულ თავიდან, ანალიზი ჩავაბარე და კორონავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. "კოვიდ-19"-ის დიაგნოზი მომდევნო დღესვე დამისვეს. ეს ამბავი ინგლისის "პრემიერ-ლიგას" მყისიერად ვაცნობეთ. გამოიკვლიეს ყველა კონტაქტი, ვისთანაც კი შეხება მქონდა. ისინი კარანტინში მოათავსეს და სწორედ ამის შემდგომ შეჩერდა ინგლისის ჩემპიონატიც."
- ციტირებს 38 წლის მიკელ არტეტას სიტყვებს გამოცემა "Evening Standard".

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეების" სპეციალისტ მიკელ არტეტას კორონავირუსი 13 მარტს დაუდგინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი 10 დღეში გამოჯანმრთელებულა.

აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, ინგლისში სიტუაცია დამაიმედებელი ნამდვილად არ არის და სპორტული შეჯიბრებები როგორც მინიმუმ ზაფხულამდე, არავითარ შემთხვევაში არ განახლდება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)