"ესპანიოლის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კორონავირუსით გარდაიცვალა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 23-მარ, 19:059 GioToServe 167
image



"ესპანიოლის" ყოფილი გოლკიპერი და მთავარი მწვრთნელი ბენიტო ხოანეტი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

არცთუ დიდი ხნის წინ, ხოანეტმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცაღა, ექიმებმა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს. ცნობილია, რომ კორონავირუსით დაავადებამდე რამდენიმე თვით ადრე, მან ინსულტი გადაიტანა, რამაც ბენიტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე კრიტიკული მნიშვნელობა იქონია.

"ამ მძიმე დროში, გულითად სამძიმარს ვუცხადებთ და მხარში ვუდგავართ ბენიტოს ოჯახსა და მეგობრებს." - ნათქვამია "ესპანიოლის" განცხადებაში.

ყოფილი მწვრთნელი 84 წლის გახლდათ. "ესპანიოლის" გარდა, იგი მუშაობდა "ერკულესში", "კადისში", "მალიორკასა" და "ტენერიფეში". 1995 წელს, ბენიტომ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

შეგახსენებთ, რომ "კოვიდ-19"-მა არაერთი ცნობილი პიროვნება იმსხვერპლა. ასე, მაგალითად, ახლახანს, კორონავირუსით გარდაიცვალა მადრიდის "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსიც. ის 76 წლის იყო.

ევროპაში, იტალიის შემდგომ, ესპანეთი კორონავირუსის გავრცელების მეორე ყველაზე დიდ კერად იქცა, სადაც დაავადების მასშტაბები დრამატულად იზრდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)