ვინ არის "ბარსელონაში" კორონავირუსით დაავადებული პირველი ადამიანი ?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 23-მარ, 19:299 GioToServe 422
image



"ბარსელონას" სტრუქტურაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. "კოვიდ-19" კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა.

საშიში ვირუსი აღმოუჩინეს კატალონიელთა სკაუტ ანდრე კიურის, რომელიც სამხრეთამერიკულ ბაზარზე მუშაობს. შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა "Marca".

ამ მომენტისათვის, თავის მეუღლესთან ერთად, კიური ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში იმყოფება. წყვილს დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება, მაგრამ ჯერ-ჯერობით, მათი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ არსებობს.

ცოტა ხნის წინ, ვირუსი დაუდგინდა "ინტერნასიონალის" პრეზიდენტ მარსელო მედეიროსს. ეს ინფორმაცია პრეზიდენტმა არ დამალა და სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ოფიციალურად გამოაქვეყნა, თუმცაღა, ესპანური გამოცემების თანახმად, იქამდე, კიურიმ პორტუ-ალეგრიში იმოგზაურა და სწორედ მედეიროსს შეხვდა. სწორედ ეს უნდა გამხდარიყო მიზეზი სკაუტის დაავადებისა.

სხვათაშორის, კიური "ბარსელონაში" განხორციელებულ მნიშვნელოვან ტრანსფერებში იღებდა მონაწილეობას და ნეიმარის, პაულინიოს, არტურის და ლათინური ამერიკის სხვა მოთამაშეების ტრანსფერების სრულყოფაში მოყვანის პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალნენ "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი და "ესპანიოლის" ყოფილი გოლკიპერი და მთავარი მწვრთნელი ბენიტო ხოანეტი. ამ ორთაგან, პირველი 76 წლისა გახლდათ, მეორე კი 84-ის.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)