ძალიან უცნაურია, მაგრამ "ბარსელონამ" ვარჯიშების განახლების თარიღი დაასახელა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 24-მარ, 17:149 GioToServe 171
image



პრესტიჟული ესპანური გამოცემის "AS"-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" კარანტინიდან მინდორზე დაბრუნებას 27 აპრილისთვის გეგმავს. სწორედ ეს თარიღი შეურჩევიათ კატალონიელებს ვარჯიშების განსანახლებლად.

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ქვეყანაში ყველა სპორტის სახეობის ყველა ტურნირი შეჩერდა, მათ შორის "ლა ლიგაც".

საინტერესოა, რომ "AS" არარეალურ პროგნოზს გვთავაზობს და ამბობს, რომ ესპანეთში გამოცხადებული საგანგებო ვითარება 13 აპრილს მოიხსნება.

ამ მომენტისათვის, კატალონიური კლუბის ფეხბურთელები სახლში იმყოფებიან და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" კორონავირუსის პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა - "კოვიდ-19" ერთ-ერთ სკაუტს დაუდგინდა.

ზემოაღნიშნული ვითარებისა და პანდემიის ფონზე, ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები უსწრაფესი ტემპით იზრდება. მატულობს როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რიცხვი. სცენარი იტალიის ვითარებას უფრო ემსგავსება და ამ მძიმე კონტექსტში, უდავოა, რომ "ბარსელონას" გეგმები ზედმეტად უტოპიურია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)