კორონავირუსის გამო, საფეხბურთო ჩემპიონატი ავსტრალიაშიც შეაჩერეს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 24-მარ, 17:349 GioToServe 147
image



ავსტრალიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო ახლახანს შეაჩერეს.

24 მარტიდან მოყოლებული, "A-ლიგის" ყველა მატჩი გარკვეული დროით გადაიდო. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა გამოცემა "Yahoo"-მ, რომელიც თავის მხრივ, ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჯეიმს ჯონსონის სიტყვებს ეყრდნობა.

"რთული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. "კოვიდ-19"-ის გამო, "A-ლიგის" მატჩები შეწყდება და ბრძანება ამ მომენტიდანვე შედის ძალაში. ეს ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილება გახლდათ, რომელსაც ყველა კლუბიც მიემხრო." - განაცხადა ჯონსონმა.

დასაწყისისათვის, ტურნირის განახლება 22 აპრილისათვის იგეგმება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მართლაც ასე მოხდეს. მსოფლიოში კორონავირუსი უპრეცენდენტო ტემპებით ვრცელდება.

ყველა საფეხბურთო მატჩი და ტურნირი შეჩერებულია ევროპაშიც, გარდა ერთი ქვეყნისა - ბელარუსში ქვეყნის პირველობა ჯერ კვლავ გრძელდება.

დღეისათვის, ავსტრალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 2,200-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 8 ადამიანი გარდაიცვალა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)