ოფიციალურად: ოლიმპიადა 1 წლით გადაიდო

სიახლეები / ოლიმპიური 24-მარ, 17:439 GioToServe 209
image



მსოფლიოში კორონავირუსის უსწრაფესი ტემპებით გავრცელების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაავადა. აღნიშნული ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურების ვებგვერდებზე ოფიციალურად დადასტურდა.

ცოტა ხნის წინ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიური ორგანიზაციის თავჯდომარეს, ტომას ბაჰუს მიმართა, რის შემდგომაც, კომიტეტს ცვლილებების განხორციელება მოუწია.

"ჩვენ ამ დიდ ღონისძიებაში ჩართული ყველა მონაწილე სპორტსმენისა და თანამშრომლის ჯანმრთელობის დაცვა გვევალება." - ნათქვამია ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.

თავდაპირველად, ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით იგეგმებოდა. ბოლო მომენტამდე, იაპონიაში იმედოვნებდნენ, რომ თამაშების ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ მსოფლიოში "კოვიდ-19"-ის პანდემია უპრეცენდენტო მასშტაბებს აღწევს და ტოკიოც გონს მოეგო.

დღევანდელი მოცემულობით, ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ზაფხულზე გვიან არ დაიწყება. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, მალე ახალი სხდომაც ჩატარდება, სადაც შეჯიბრების ახალ თარიღზე გაიმართება მსჯელობა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სახელწოდება არ შეიცვლება და მას კვლავ "ოლიმპიადა 2020" ერქმევა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (137)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი