კორონავირუსის გამო, იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 24-მარ, 18:119 GioToServe 151
image



პრესტიჟული იტალიური გამოცემის, "Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით, "მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ჩაფიქრდა.

წყაროს თქმით, ამ მომენტისათვის, ზლატანი შვედეთში, თავის ოჯახთან ერთად იმყოფება. მას სამშობლოში დაბრუნება კორონავირუსის პანდემიის გამო მოუწია.

ზემოაღნიშნული გამოცემა თვლის, რომ ზლატანი "მილანის" რიგებს აღარ დაუბრუნდება და პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას მალე დაასრულებს. 38 წლის ფეხბურთელის პოტენციური გადაწყვეტილების მიზეზად "კოვიდ-19"-ის აფეთქება სახელდება, რომლის ყველაზე დიდი კერა ევროპაში სწორედ იტალიაა.

შვედი ფეხბურთელის კონტრაქტი "მილანთან" ივნისის ბოლოს იწურება, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ამჟამინდელი მოცემულობით, "სერია A"-ს განახლება დაახლოებით 3 თვის განმავლობაში შეუძლებელი იქნება, რადგანაც ვირუსი ქვეყანაში მძვინვარებს და რეაბილიტაციის პერიოდი რამდენიმე თვის განმავლობაში გასტანს.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანის" რიგებს 2019 წლის დეკემბერში დაუბრუნდა. მან იტალიის ჩემპიონატში 8 მატჩის ჩატარება მოასწრო და 3 გოლიც გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანმა იტალიას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა და ვირუსთან ბრძოლაში ქვეყანას ეხმარება როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)