სიახლე 42 წლის ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 24-მარ, 20:049 GioToServe 176
image



ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით გადაწყვიტა.

ჯიჯის იტალიურ გრანდში დარჩენის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ადგილობრივი სპორტული გამოცემა "TuttoSport".

გოლკიპერის მოქმედი ხელშეკრულება ტურინულ გუნდთან 2020 წლის ზაფხულში იწურება, თუმცაღა, 42 წლის მეკარეს "იუვენტუსის" რიგებში დარჩენა კიდევ ერთი წლის მანძილზე სურს. ლეგენდაა თანახმაა, რომ მატჩების ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, "სერია A"-ს მიმდინარე სეზონის შეჩერებამდე, ბუფონმა "იუვენტუსის" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაუშვა და 3 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)