თანამედროვე ისტორიაში, ოლიმპიადა მეოთხედ ჩაიშალა

სიახლეები / ოლიმპიური 24-მარ, 20:229 GioToServe 73
image



მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2021 წლისათვის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.

შედეგად, თამაშების თანამედროვე ისტორიაში, ტოკიოს შეჯიბრება გახდა მეოთხე ოლიმპიადა, რომელიც ან გაუქმდა, ან გადაიდო.

1896 წლიდან მოყოლებული, ოლიმპიური თამაშების ახალ ეპოქაში, ოლიმპიადა 3-ჯერ გადაიდო და სამივეჯერ მსოფლიო ომების გამო.

1916 წლის ოლიმპიადა ბერლინში უნდა ჩატარებულიყო, 1940 წლისა - ჰელსინკში, 1944 წელს კი ის ლონდონში უნდა გამართულიყო. მოგვიანებით, ეს უკანასკნელი 1948 წელს შედგა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გეგმა ამაო აღმოჩნდა. ოლიმპიადის 1 წლით გადავადების გადაწყვეტილება კომიტეტმა დღეს, 24 მარტს მიიღო.

დაახლოებით 1 კვირის წინ, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიც უცნობი ვადით გადაიდო.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2020 (30)
მარტი 2020 (736)
თებერვალი 2020 (511)
იანვარი 2020 (535)
დეკემბერი 2019 (680)
ნოემბერი 2019 (635)