კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი ჩოგბურთელის ვინაობა ცნობილია

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 25-მარ, 20:269 GioToServe 154
image



ცნობილი ბრაზილიელი სპორტსმენი ტიაგო სეიბოტ უაილდი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელსაც კორონავირუსი ოფიციალურად დაუდგინეს.

"დღეისათვის, მე იზოლირებული ვარ და ექიმების რეკომენდაციებს ვითვალისწინებ. პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვზრუნავ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველანი სახლში უნდა დავრჩეთ."

"არ უნდა გავიდეთ გარეთ და ამ გზით, ვიზრუნებთ როგორც ჩვენს საკუთარ თავებზე, ასევე ახლობლებისა და სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზე. სწორედ ასე თუ დავამარცხებთ კორონავირუსს."
- დაწერა ჩოგბურთელმა თავისი სოციალური ქსელის, "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისი 20 წლის უაილდისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა - მან სანტიაგოში "ATP" ტურნირის მოგება მოახერხა, რაც ახალგაზრდისათვის პროფესიონალურ კარიერაში მოგებული პირველი ჯილდო გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას აქტიურად ებრძვის და 2020 წელს მცირე შანსია იმისა, რომ ჩოგბურთის რომელიმე ტურნირი ჩატარდეს.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2020 (30)
მარტი 2020 (736)
თებერვალი 2020 (511)
იანვარი 2020 (535)
დეკემბერი 2019 (680)
ნოემბერი 2019 (635)