კონორი კორონას წინააღმდეგ: მაკგრეგორმა ირლანდიის საავადმყოფოებს 1 მილიონი ევრო გადაურიცხა

სიახლეები / სხვა სახეობები 25-მარ, 21:309 GioToServe 514
image



კორონავირუსთან ბრძოლაში, კონორ მაკგრეგორმა თავის სამშობლო ირლანდიას ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა.

მებრძოლმა აღმოსავლეთ ირლანდიის ქალაქ ლენსტერში არსებულ საავადმყოფოებს 1 მილიონი ევრო გადაურიცხა. ვირუსით ქვეყნის სწორედ ეს რეგიონია ყველაზე მეტად დაზარალებული, რის გამოც, ამ საავადმყოფოებს მხარდაჭერა ახლა ნამდვილად ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

აღნიშნული ინფორმაცია მაკგრეგორმა საკუთარი "ტვიტერის" მეშვეობით გვაცნობა, სადაც ირლანდიის ფინანსთა მინისტრ პასკალ დონოჰიუს ესაუბრებოდა:

"1 მილიონი ევროს ღირებულების საშუალებებს, რომლებიც ინდივიდუალური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, გადავუგზავნი ლენსტერის რეგიონის საავადმყოფოებს." - წერს მებრძოლი.

ცოტა ხნის წინ, მაკგრეგორმა იტალიასაც დიდი თანადგომა გამოუცხადა და სოციალურ ქსელში არ დამალა, რომ ამ ქვეყნისთვის ყოველდღე ლოცულობს.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2020 (30)
მარტი 2020 (736)
თებერვალი 2020 (511)
იანვარი 2020 (535)
დეკემბერი 2019 (680)
ნოემბერი 2019 (635)