"ბუნდესლიგის" კლუბის ფეხბურთელებმა ხელფასზე მთლიანად უარი თქვეს

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია 26-მარ, 15:029 GioToServe 127
image



"იუნიონ ბერლინის" ფეხბურთელებმა კუთვნილ ხელფასზე უარი თქვეს. აღნიშნული ინფორმაცია თავად კლუბის პრეზიდენტმა დირკ ცინგლერმა გაასაჯაროვა:

"ხანდახან ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაც გვიწევს. უკანასკნელ პერიოდში, გუნდის ყველა წევრი თავდაუზოგადავად შრომობდა იმისათვის, რომ "ბუნდესლიგაში" წარმატებისათვის მიგვეღწია."

"დღეს, თითოეუელმა მათგანმა ანაზღაურებაზე უარი თქვა, რათა მსოფლიოში არსებული კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ."

"ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობის სახელით, ფეხბურთელების მიმართ დიდ მადლიერებას გამოვხატავ."
- ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

აღსანიშნავია, რომ "ბუნდესლიგის" 25 ტურის დასრულების შემდგომ, "იუნიონ ბერლინი" სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზე განმწესდა.

ცოტა ხნის წინ, ხელფასის შემცირებას მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებიც დათანხმდნენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)