ბრაზილიური "მარაკანას" სტადიონი საველე ჰოსპიტალად აქციეს (ფოტოები)

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 26-მარ, 15:179 GioToServe 189
image



ბრაზილიაში, ლეგენდარული საფეხბურთო მოედანი "მარაკანა", სადაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები იმართებოდა, საველე ჰოსპიტალად გადაიქცა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს "ფლამენგოს" პრეზიდენტი როდოლფო ლანდიმი.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია ბრაზილიასაც შეეხო. საავადმყოფოებში ადგილები აღარ კმარა, ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი კი ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება.

"ამ მძიმე დროებაში, ჩვენს დიად ერს ერთად დგომისკენ მოვუწოდებ. ჩვენ იმედი უნდა დავთესოთ და უკეთესი დღეების მოლოდინში, ბევრი ვიშრომოთ." - განაცხადა ლანდიმმა "Al Jazeera"-სთან ინტერვიუში.

"მარაკანას" გარდა, საველე ჰოსპიტალებად გადაკეთდება "კორინთიანსის", "სან-პაულუს", "ბოტაფოგოსა" და "სანტოსის" სტადიონებიც.

ბრაზილიური "მარაკანას" სტადიონი საველე ჰოსპიტალად აქციეს (ფოტოები)


ბრაზილიური "მარაკანას" სტადიონი საველე ჰოსპიტალად აქციეს (ფოტოები)







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2020 (1)
მარტი 2020 (733)
თებერვალი 2020 (513)
იანვარი 2020 (542)
დეკემბერი 2019 (692)
ნოემბერი 2019 (635)