პელეს ძმა გარდაიცვალა

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / ბრაზილია 26-მარ, 16:049 GioToServe 166
image



ლეგენდარული პელეს ძმა ზეკა ნასიმენტუ 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა "Globo Esporte"-მ დაადასტურა.

ზემოხსენებული წყაროს თქმით, ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი პროსტატის სიმსივნე გახდა. მას ხუთშაბათს დაკრძალავენ.

ზეკა ნასიმენტუ პელეს უმცროსი ძმა იყო. 1961-1962 წლებში, იგი "სანტოსის" რიგებში თამაშობდა, თუმცაღა, გუნდის რიგებში, მხოლოდ და მხოლოდ 15-ჯერ გამოვიდა მინდორზე.

"სანტოსში" საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ, ზეკა ოჯახური ბიზნესით იყო დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კორონავირუსით, მადრიდის "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი გარდაიცვალა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)