დონალდ ტრამპის კომენტარი ტოკიოს ოლიმპიადის გადადების თაობაზე

სიახლეები / ოლიმპიური 26-მარ, 16:139 GioToServe 65
image



ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის 2021 წლისათვის გადავადების გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. თავისი პოზიცია, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დააფიქსირა:

"ვულოცავ იაპონიის პრემიერ-მინისტრ აბესა და ოლიმპიურ კომიტეტს. ეს ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება გახლდათ - ოლიმპიადა მომავალი წლისათვის აუცილებლად უნდა გადადებულიყო."

"ოლიმპიადა ძალიან წარმატებული იქნება. მე ამაში დარწმუნებული ვარ და მოუთმენლად ველი მასზე დასწრების შანსს."
- დაწერა ტრამპმა თავისი სოციალური ქსელის, "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მომენტამდე, კორონავირუსის ეპიდემიისდა მიუხედავად, იაპონიაში ოლიმპიადის გადავადებისგან თავს იკავებდნენ, მაგრამ პანდემიის მასშტაბების უსწრაფესი ზრდის ფონზე, ოლიმპიური კომიტეტი იძულებული გახდა 2020 წლის ოლიმპიადა 2021 წლისათვის გადაედო. ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ზაფხულამდე არ ჩატარდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ოლიმპიადის სახელწოდება შენარჩუნდება და მას კვლავ "ოლიმპიადა 2020" ერქმევა.

ცოტა ხნის წინ, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიც გადაიდო.

კორონავირუსმა მთელი მსოფლიო სპორტი გაყინა.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2020 (1)
მარტი 2020 (733)
თებერვალი 2020 (513)
იანვარი 2020 (542)
დეკემბერი 2019 (692)
ნოემბერი 2019 (635)