რატომ შეუმცდირდათ "ატლეტიკოს" ფეხბურთელებს ანაზღაურება ?

სიახლეები / ფეხბურთი 27-მარ, 16:149 crash 131
image



კორონავირუსული ინფექციის პანდემიის პერიოდში მადრიდის “ატლეტიკოს” პერსონალსა და ფეხბურთელებს ანაზღაურება შეუმცირდებათ. მხარეებს შორის ხელფასის შემცირების თაობაზე მოლაპარაკება შედგა. “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერესო ამ გზით აპირებს კლუბის ფინანსური ზარალის შემცირებას.

სხვათა შორის, “ატლეტიკოს” ქომაგთა ნაწილი ენრიკე სერესოს აქტიურად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გამართული საპასუხო მატჩისთვის ინგლისში გაემგზავრა, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენა როგორც კლუბის პრესონალი, ასევე გულშემატკივრები. სერესოს თქმით, უეფამ შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება არ მიიღო და შესაბამისად, გუნდი ვალდებული იყო, “ენფილდზე” გასულიყო.

აღნიშნულ მატჩს “ატლეტიკოს” დაახლოებით სამი ათასი ქომაგი ესწრებოდა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)