“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება

სიახლეები 04-აპრ, 15:539 Sportsman 667
image



საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა კახიაშვილმა განცხადება გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებით, თითქოსდა კორონავირუსი ძალოსანს დაუდასტურდა.

განცხადება კი ასე გამოიყურება :

“ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა შეცდომაა და არ შეესაბამება სინამდვილეს. COVID-19 დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს და მას ძალოსნობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

ჩვენ დავუკავშირდით ტელევიზიის წარმომადგენლებს და მათ დაგვიდასტურეს, რომ სპორტის სახეობა შეცდომით გამოაცხადეს.
იმედი გვაქვს, რომ როგორც ჩვენი, ისე ყველა სფეროს წარმომადგენელი კარგად იქნება და ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსს უახლოეს პერიოდში საბოლოოდ დაამარცხებს.

ძალოსნობის ფედერაცია ემორჩილება ჯანდაცვის სფეროსა და სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას.”




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)