<<>>

“პარი სენ-ჟერმენის” ყოფილი ფეხბურთელი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

სიახლეები / საფრანგეთი 22-მაი, 17:479 Sportsman 444
image



“პარი სენ-ჟერმენის” ყოფილი ფეხბურთელი, ჯორდან დიაკიესე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხუთშაბათს პარიზში დაიღუპა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი ჯერ არ სახელდება.

დიაკიესე პსჟ-ის აკადემიის აღზრდილია. 2017 წელს ის შვეიცარიულ შო-დე-ფონს შეურთდა, 2018 წელს ხორვატულ “რუდეშში” გადავიდა, 2019 წლიდან კი ფრანგული “ფურიანის” ღირსებას იცავდა.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია “ფურიანიმ” გაავრცელა. მათ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნეს:

“სიტყვებით შეუძლებელია ჩვენი მწუხარების გადმოცემა. მუდამ ჩვენ გულში იქნები. ჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ შენზე. მშვიდად განისვენე, ჯორდან”, – ვკითხულობთ კლუბის პოსტში.

დიაკიესეს საფრანგეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. მისი თანაგუნდელები კიმპემბე და ლემარი იყვნენ.

წყარო


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (87)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი