ბასილაშვილის მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს

სიახლეები 24-მაი, 17:569 Sportsman 1256
image



ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე, მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, დამნაშავე არა მხოლოდ ნიკოლოზი, არამედ მისი ოჯახის წევრებიც არიან.
როგორც იცით, სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დოროყაშვილი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

“გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას. მარტო ჩემი ყოფილი ქმარი არ იყო მოძალადე, ეს მთელი ოჯახის ამბავია. ყველაზე მეტად რაც მაღელვებს, ეს ყველაფერი ჩემი შვილის თანდასწრებით მოხდა. ძლივს გადავარჩინე ჩემი შვილის სიცოცხლე. აღმენიშნება დაზიანებები. ექსპერტიზა ჩატარდა, კიდევ მიმდინარეობს ექსპერტიზა და დაგეგმილია ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი, უბრალოდ მეგონა, რომ დაშორების შემდეგ…

ვუფრთხილდებოდი ოჯახს, საქართველოა, ყველას კარგად გვესმის. ვუფრთხილდებოდი ოჯახის ღირსებას, შვილს, სტატუსს, ამიტომ არაფერს არ ვამბობდი და მეგონა, ძალადობა დასრულდებოდა დაშორების შემდეგ. ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ მე და ჩემი შვილი, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით. მე ვიღაცამ გადამარჩინა, არც მახსოვს იმ ავტომობილის სანომრე ნიშნები, უბრალოდ მიმავალ მანქანას ჩავუჯექით. შემდეგ გამოვიძახე პატრული და წამიყვანეს განყოფილებაში.

მე რაც დავინახე იმ მომენტში, გამოიქცა [ყოფილი მამათილი], არც ვიცი, რატომ გამოიქცა საერთოდ. ეჭირა რაღაც, რასაც დიდი ტარი ჰქონდა, ქვემოთ კი არ ჩანდა რა იყო. ბავშვსაც არ ახსოვს წესიერად, რა იყო. ეს არ იყო თოფი და იარაღი, იყო დიდი ჯოხი, დიდი ტარი ჰქონდა”, – აცხადებს ნეკა დოროყაშვილი “ქრონიკასთან” საუბარში.

დოროყაშვილი ხვალ პრესკონფერენციის გამართვას აპირებს. ის ამბობს, რომ მას ძალადობის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები გააჩნია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (129)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი