"ერთ ადგილას გაიკეთე ეს ყველაფერი, შენი პუტინით" - ნანუკა ჟორჟოლიანი

სიახლეები 03-ივნ, 10:209 Sportsman 936
image



ნანუკა ჟორჟოლიანი ფეხბურთელ გიორგი ჯიქიაზე - "ერთ ადგილას გაიკეთე ყველა შენი გოლი, შენი პუტინით"
ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჯიქია, წლებია, რუსეთში ცხოვრობს და კარიერაც ამ ქვეყანაში ააწყო.
წარმოშობით ქართველი სპორტსმენი ინტერვიუებში ხშირად ამბობს, არ ნანობს, საქართველოს მოქალაქეობას რუსეთის მოქალაქეობა რომ ამჯობინა. ამიტომ, გიორგი ჯიქია რუსეთის საფეხბურთო ნაკრების წევრია და ის საქართველოს ნაკრებში ვეღარ ითამაშებს, მომავალში სურვილიც რომ გაუჩნდეს.
მის ინტერვიუს, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟლიანი გამოეხმაურა.
"ეს ბიჭი აფხაზეთიდან დევნილია. ანუ, საკუთარი სახლი, კარ-მიდამო რუსებმა იძულებით დაატოვებინეს. უკვე მაშინ, როცა შეეძლო არჩევანი თავად გაკეთებინა, რუსეთი აირჩია. იმის გარდა, რასაც ამბობს, რომ იქ დაიბადა და გაიზარდა, რამაც გავლენა მოახდინა მის არჩევანზე, მოტივიცია ფულიცაა.
ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს სად იცხოვროს, სად ითამაშოს, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება ასეთი ბანძი სიამაყის დროს ვუთხრათ, ერთ ადგილას გაიკეთე ყველა შენი გოლი, შენი წარმატებით და დიდი პუტინით, ამხანაგო ჯიქია", - წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟლიანი"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, მოსკოვის „სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თავის დროზე არჩევანი ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. მისი მთავარი კარიერული ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო, რომელიც 2018 წელს რუსეთში ჩატარდა, თუმცა ეს ოცნება ვერ აიხდინა, რადგან მუნდიალის დაწყებამდე მძიმე ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელება ვეღარ მოასწრო.
ახლახან 25 წლის ფეხბურთელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მის წინაშე რეალურად იდგა არჩევანი საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის და არ ნანობს, რომ გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიიღო.
"როდესაც პირველად რუსეთის ნაკრებში გამომიძახეს, ჯერ კიდევ ამკარის ფეხბურთელი ვიყავი. ეს ამხანაგურ მატჩებში მოხდა და შესაბამისად, შემეძლო მეთამაშა და ეს ოფიციალურად არ ჩათვლილიყო რუსეთის სახელით გამოსვლად. იყო ბევრი ზარი, საუბარი, თავადაც ჩავფრინდი საქართველოში... მაგრამ ჩემი არჩევანი გავაკეთე და არაფერს ვნანობ.
ასე მოვინდომე და ეს მხოლოდ ჩემი არჩევანი იყო. რჩევა მშობლებისთვისაც კი არ მიკითხავს. მათ მხარი დამიჭირეს. არჩევანი კი ასეთი იმიტომ გავაკეთე, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე, გადავლახე ყველაფერი და მივაღწიე წარმატებებს, აქ დამაფასეს და ეს სასიამოვნოა. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში უსარგებლო არ გავხდები," - განაცხადა გიორგი ჯიქიამ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (179)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი