ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ გავთხოვდი..." - ნინო ოძელაშვილი

სიახლეები / პირადი ცხოვრება 01-ივლ, 12:079 Sportnews 1887
image



პანდემიამ ევროპის ორგზის ჩემპიონსა და სამბოში მსოფლიოს ჩემპიონ ნინო ოძელაშვილს ბევრი გეგმა ჩაუშალა.

ახლა დაკარგული დროის ანაზღაურებას ცდილობს და აქტიურად ვარჯიშობს ნოემბერში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. სპორტსმენს წარმატებებს ვუსურვებთ, მანამდე კი გავიგოთ, რომელ ცნობილ გამონათქვამებს ეთანხმება ის და რომელს - არა.

- "ქალიშვილის აღზრდა იგივეა, რაც საზოგადოების აღზრდა, რადგან საზოგადოება გამომდინარეობს ოჯახიდან, რომლის სული ქალია" (ჟიულ მიშლე).
- ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, თუმცა ერთია, რას მასწავლიდნენ და მეორე, მე რა მომწონდა. როგორც
პატრიოტს, ისე მზრდიდნენ. გარდა ამისა, დედა მასწავლიდა საოჯახო საქმეების კეთებას, მამა კი ხშირად მავარჯიშებდა.

რა თქმა უნდა, ოჯახზე, ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, შესაბამისად, აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- "ახალგაზრდობა ნაკლია, რომელიც მალე გადის" (იოჰან ვოლფგანგ გოეთე).
- ახალგაზრდობა შეიძლება მალე გადის, მაგრამ ნაკლად ვერ მივიჩნევ. საერთოდ, ადამიანს ვაფასებ იმის მიხედვით, რამდენად პოზიტიურია, ემოციურია, მხიარულია. ვერიდები ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურ ენერგიას გამოსცემენ. მიზანდასახულობა - ეს ახალგაზრდობის მახასიათებელია, ურომლისოდაც წარმატებას ვერ მიაღწევ.

- "ერთადერთი გზა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, არის - ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გინდა" (მარკ ტვენი).
- გემრიელობებსაც მივირთმევ და რაც მინდა, იმასაც ვაკეთებ. უბრალოდ, არ ვეწევი, არ ვსვამ, ძირითადად სპორტულად, ჯანსაღად ვიკვებები, თუმცა მიყვარს ტკბილეულობა.

- "რაც უფრო პრიმიტიულია ადამიანი, მით უფრო დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე" (რემარკი).
- ნამდვილად ასეა. უბრალოება დასაფასებელია და ამ თვისებით ბევრი ვერ დაიკვეხნის. რასაც უნდა მიაღწიო, უნდა გახსოვდეს, ვინ ხარ და რა გზა გაიარე. მგონია, ისეთივე უბრალო დავრჩები, როგორიც დღეს ვარ. ყოველთვის ვამბობ, ჯერ კიდევ არ მიმიღწევია მაქსიმუმისთვის და წინ ბევრი ბრძოლა მელის. ჯერ კიდევ ვსწავლობ ჭკვიანი ადამიანებისგან და მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, არასდროს მქონია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.

- "ვისაც შეცდომა არ დაუშვია, არასოდეს უცდია რაიმე ახალი" (აინშტაინი).
- შეცდომებზე უნდა ისწავლო, მაგრამ ზოგი ამასაც ვერ ახერხებს და დაშვებული შეცდომების გამოსწორებასაც არ ცდილობს. შეცდომებს ყველა ვუშვებთ და ვცდილობთ, აღარ გავიმეოროთ. არის რაღაცები, რასაც დღემდე ვნანობ - ყველაზე მეტად კი ვნანობ იმას, რომ გავთხოვდი. განაგრძეთ კითხვა




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (48)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)