<<>>

"მორაგბემ კვალის დაფარვის მიზნით.." - ახლახანს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გავრცელდა

სიახლეები 31-ივლ, 17:579 Sportsman 899
image



გიორგი შაქარაშვილის საქმეში ყოველდღე ახალი გარემოებები ჩნდება. დაკავებული ნაძალადევის თანაკლასელმა და მისმა მეგობარმა არასრულწლოვანმა ე.ხ-მ გამოძიებას ახალი და სკანდალური ჩვენება მისცა.

ანა გაბეჩავას წვეულების სტუმარი ჰყვება, რომ 18 ივნისის ღამეს მის მეგობარ ვანო თეგაძესთან ერთად აგარაკზე მას შედეგ დარჩა, რაც ყველა სტუმარი წავიდა. ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ავტომაგისტრალზე გიორგი ქათამაძის, კოკო ღიბრაძისა და ვახო ახვლედიანის ცემის შემდეგ, მერსედესის ყველა მგზავრი აგარაკზე დაბრუნდა და წვეულების სტუმრების ძებნა განაგრძეს.

ე.ხ. იხსენებს, რომ მეგობრებთან ტერიტორიაზე მისთვის უცნობი მამაკაცი შენიშნა, რომელიც მათზე უფროსი იყო საპირფარეშოში ხელებს იბანდა. ეს მამაკაცი, სავარაუდოდ მორაგბე და რკინის ხელკეტიანი ნიკა ჟვანიაა, ცდილობდა თუ არა ის კვალის წაშლას – უცნობია.

ის, რომ “ტოიოტა ქამრის” მგზავრები ნარეკვავში შურისსაძიებლად ჩავიდნენ, ე.ხ.-ს მეგობრის ჩვენება მოწმობს. ვანო თეგაძე ამბობს, რომ “მერსედესამდე” აგარაკზე “ტოიოტა ქამრის” 6 მგზავრი მივიდა და წვეულების სტუმრებს ეძებდნენ.

კითხვებს სტუმრებთან დაკავშირებით დაზარალებული და ამავდროულად ბრალდებული, წვეულების დაუპატიჟებელი სტუმარი ვახო ჩიქოვანი სვამდა. ამის შემდეგ კი ექვსეულმა ტერიტორია დატოვა და ავტომაგისტალზე შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხა.

“კურიერთან” საუბრის დროს როსტომ კერესელიძემ განმარტა, რომ მერაბიშვილსა და არასრულწლოვან ლ.შ.-ს გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები აგარაკზე კონფლიქტში მონაწილეებში შეეშალათ. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაძალადეველები ავტობანის ექვსეულს შეცდომით გაუსწორდნენ, შემდეგ კი აგარაკზე დანარჩენების ძებნა განაგრძეს.

სტატიის წყარო: კურიერი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (35)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი