ავტომობილის დამოუკიდებლად მართვა, ქორწინების უფლება და სხვა - რა ეკრძალებათ სუმოისტებს ?

სიახლეები 12-ოქტ, 17:289 crash 244
image



სუმოს მებრძოლს რიკისს უწოდებენ. მისი ცხოვრება რთული და ნაწილობრივ ასკეტურია. საკუთარი ცხოვრების სუმოსთან დაკავშირებით სპორტსმენი სიამოვნებაზე და კომფორტის საგნებზე უარს საკუთარი ნებით ამბობს. მისი პირადი ცხოვრება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მწვრთნელისა და სუმოს ასოციაციის მეთვალყურეობის ქვეშაა. სუმოისტის მორალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას საზღვრები არ აქვს.

სპორტსმენს მანქანის დამოუკიდებლად ტარებაც კი ეკრძალება, რადგან ავტომობილის მართვისას გამორიცხული არ არის, რომ მან სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს. ამიტომ სუმოისტები, ძირითადად, ტაქსით გადაადგილდებიან ან მათ სპეციალური მიკროავტობუსები ემსახურებათ. აღნიშნული წესების დამრღვევი მკაცრად დაისჯება, მას შესაძლოა დისკვალიფიკაცია

მისცენ ან საერთოდ გარიცხონ სუმოდან. დანდობას დიდებული მებრძოლებიც კი არ უნდა ელოდონ.

სუმოისტისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეტსახელის მიღება ატარებს, რომლითაც ის მომავალში მსოფლიომ უნდა გაიცნოს. საკუთარი გვარით ძალიან ცოტა სუმოისტი ასპარეზობს.

დამწყებ სუმოისტს საკუთარი სახლიც კი არ აქვს, მისი მეორე ოჯახი კი სუმოს სკოლის ამხანაგები ხდებიან, რომლებთან ერთადაც დღესა და ღამეს ატარებს. სუმოისტები მზის ამოსვლისთანავე იღვიძებენ, ზამთრის პერიოდში კი მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ადგომისა და თავის მოწესრიგების შემდეგ დამღლელი 5-საათიანი ვარჯიში იწყება. მრავალსაათიანი სპეციალური ვარჯიშისა და ორთაბრძოლების შემდეგ, ნოყიერი ვახშმის დრო დგება. კვების მხრივ ისინი არაფერში არ არიან შეზღუდულები, მათ შორის, არც ალკოჰოლურ სასმელში. ამის შემდეგ, "წყნარი საათი" დგება და სუმოისტები, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში იძინებენ. ტურნირზე წარმატებული ასპარეზობისთვის მათ კუნთოვანი მასის და ქონის მატებაც ესაჭიროებათ, ამ მიზნის წარმატებით მიღწევაში კი სპორტსმენებს მწვრთნელი ეხმარებათ.

წარმოდგენა, რომ სუმოისტი 200 კილოგრამი წონის მქონე მოუხერხებელი ადამიანია, სინამდვილეს რადიკალურად დაშორებულია. რა თქმა უნდა, მათთვის გადამწყვეტი წონაა, ამისთვის დიდ როლს გენეტიკა თამაშობს, თუმცა სწორი კვებისა და ხანგრძლივი მიზანმიმართული ვარჯიშის შედეგად ბუნების მოტყუებაც შესაძლებელია. სუმოისტები დღე-ღამის განმავლობაში 2-ჯერ ჭამენ. საერთო ქვაბიდან საკვები, პირველ რიგში, ელიტარული დივიზიონების მებრძოლებს ხვდებათ, ჭამას სულ ბოლოს ახალბედა სპორტსმენები იწყებენ. ზოგადად ახალბედა მებრძოლის ცხოვრება სკოლაში თამამად შეიძლება შეადარო ჯარში ახალწვეულის ცხოვრებას.
დამწყებ სპორტსმენს ფაქტობრივად არაფრის უფლება არ აქვს და ის წოდებით უფროსებს ემსახურება ჭამის დროს ისევე, როგორც, მაგალითად, აბანოში.
მისი მოვალეობები ამით არ შემოიფარგლება, რადგან ახალბედას შენობის დასუფთავება, საკვების მომზადების პროცესში თანამონაწილეობა, წოდებით უფროსი მებრძოლების თეთრეულის დარეცხvა და ამასთანავე წვრილმანი დავალებების შესრულებაც ევალება. დავალება ახალბედამ დაუყოვნებლივ და შეუპასუხებლად უნდა შეასრულოს. მსგავს დამოკიდებულებასა და განრიგს ბევრი ვერ უძლებს, ამიტომ ახალბედების შემადგენლობა გამუდმებით იცვლება.

სუმოს ასოციაციისგან ანაზღაურებას მხოლოდ უმაღლესი დივიზიონების სპორტსმენები იღებენ. გამომუშავება საკმაოდ მაღალია და რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს.

თუმცა, ამ ეტაპამდე მისასვლელად სპორტსმენს საკმაოდ დიდი მოთმინების უნარი სჭირდება, რადგან, საბოლოო ჯამში, მის წოდებაზეა დამოკიდებული, როგორი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარების უფლება ექნება, მისცემენ თუ არა მობილური ტელეფონის ქონისა და ინტერნეტთან წვდომის საშუალებას და დართავენ თუ არა ნებას, რომ პირადი ცხოვრება მოაწყოს და დაქორწინდეს. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენლები ყველაზე სასურველ კანდიდატებად მიიჩნევიან და მათზე დაქორწინება ცნობილ მსახიობებს, მოდელებსა და პოპულარული გადაცემების წამყვანებს სურთ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი