სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით !

სიახლეები / ფეხბურთი 28-ოქტ, 20:599 crash 3353
image



რუსული მედიის ცნობით ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დორტმუნის "ბორუსია" დაინტერესდა.

Championat.com-ის ცნობით კლუბებს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა და საუბრები აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე საჭიროა ავტორიზირებული აგენტი (ხვიჩას შემთხვევაში მამუკა ჯუღელი), რომელიც მის პოტენციურ ახალ კლუბთან მოლაპარაკებებს გამართავს, ასევე მათი ინფორმაციით "ბორუსიას" ხვიჩას შესაძენად ერთი ფეხბურთელის დათმობა და გაყიდვა მოუწევს.

გერმანელებს მხრიდან ინტერესი არის, სავარაუდოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აღნიშნული გარიგება ალბათ არ შედგება, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "რუბინის" ხელმძღვანელობა თვლის რომ კვარაცხელიას და საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეუძლიათ, დიდ სანაკრებო ტურნირზე ხვიჩას გამოსვლა კი მის ღირებულებას საგრძნობლად გაზრდის.

ამ ეტაპზე გერმანული TRANSFERMARKT ქართველ ფეხბურთელს 7,5 მილიონ ევროდ აფასებს.

წყარო : ლიდერსპორტი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი