აურზაური მიკა რიჩარდის გამო

სიახლეები 22-აპრ, 14:379 M_X_E_C_I 1542


მიკა რიჩარდსის „მანჩესტერ სიტიში“ დარჩენა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა - ინგლისელი მცველი იტალიელ აგენტ ერნესტო ბრონძეტის დაუკავშირდა. 22 წლის ვარსკვლავს ისტლენდზე, წესით, კიდევ ორი წელიწადი დარჩა, მაგრამ როგორც ჩანს ის მზად არის სხვა გუნდების წინადადებები მოისმინოს და განიხილოს.

ბრონძეტი ეგრეთწოდებულ სუპერაგენტთა კატეგორიაში გადის. მას მჭიდრო კონტაქტები აქვს ევროპის წამყვან კლუბებთან, მათ რიცხვში „რეალთან“, „მილანსა“ და „იუვენტუსთან“. სწორედ ამ აგენტის გაჩარხული გახლდათ 2009 წელს კაკას მილანიდან მადრიდში გადასვლის საქმე.

თუ გახსოვთ, რიჩარდსის „სიტიდან“ წასვლაზე შარშანაც ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ის ისტლენდზე დარჩა და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი მათგანია, ვისაც რობერტო მანჩინი რეგულარულად ენდობა. ეს, რასაკვირველია, ევროპის სხვა ქვეყნებში არ გამოჰპარვიათ და ეჭვი არ არის, ბრონძეტი ფარულად ბევრ კლუბთან აწარმოებს წინასწარ მოლაპარაკებებს.

ყველაზე მეტად, ბოლო პერიოდში, რიჩარდსით, თითქოს, „იუვე“ და „ბარსელონა“ იყვნენ დაინტერესებული.

ბრონძეტის პარალელურად კი რიჩარდსის ბრიტანელი მრჩეველები შიდა ბაზარზე მუშაობენ და ფეხბურთელისთვის პრემიერლიგაშივე ეძებენ ახალ დამქირავებელს. ინგლისურ კლუბთაგან რიჩარდსის გადაბირება „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ სურს და მზად არის ნაკრების მცველში 15 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. რასაკვირველია, თავად „სიტის“ ფეხბურთელის დატოვება სურს. როგორც ამბობენ, მანჩინი მისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს, 2013 წლამდე.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი