"რაც მან გააკეთა.." - საბა კვირკველია ცხადაძის კრიტიკას გამოეხმაურა

სიახლეები / ფეხბურთი 19-ნოე, 23:199 crash 1628
image



საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვერკველიამ კახა ცხადაძის კომენტარს უსუსტესი და არაადეკვატური საქციელი უწოდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტუულ გადაცემა "ტაიმაუტში" სოლომონ კვერკველია და გია გრიგალავა ნაკრების შეკრებაზე ზედმეტი წონით გამოცხადების გამო საჯაროდ გააკრიტიკა და ამას უპასუხისმგებლობა უწოდა ქვეყნის და ქომაგის მიმართ.

adjarasport.com საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველ სოლომონ კვერკველიას რუსეთში დაუკავშირდა და აღნიშნულ კრიტიკაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

"კახა ცხადაძე იმხელა ფეხბურთელი იყო, თუ რამე არ მოეწონა შეეძლო ჩემთვის პირადად ეთქვა ან დაერეკა, თუნდაც ვინმეს დახმარებით ჩემთვის გადმოეცა. საჯაროდ რომ ასეთ კომენტარს აკეთებს, იცი რის შთაბეჭდილებას ტოვებს? ჩემზე და გია გრიგალავაზე მსგავსი კომენტარის გაკეთებით გაააქტიურა ის თემა, რომ უნდა საქართველოს ნაკრებში დაბრუნება. თუ დაბრუნდება, წარმატებებს ვუსურვებ ბატონ კახას, მაგრამ ის, რაც მან საჯაროდ გააკეთა, არის უსუსტესი საქციელი!

იმ შემთხვევაში, თუ ჩემი წონა არ მოეწონა, შეეძლო დაერეკა და ეთქვა: საბა, მოემზადე მეტი კონცენტრაციით. არ გიხდება ამხელა წონა.

ასეთი სუსტი ინტერვიუს შემდეგ აღარ განვიხილავ, რომ მისი საქართველოს ნაკრებში მწვრთნელად დაბრუნებას ფიქრობენ! იმის შემდეგ, რაც კახა ცხადაძემ იკადრა, მისი ნაკრებში დაბრუნება ვერ წარმომიდგენია. ამხელა დონის ყოფილ ფეხბურთელს და პიროვნებას ასეთი რაღაც არ ეკადრება. დაერეკა და ეთქვა ჩემთვის, რაც სათქმელი ჰქონდა!

ბელარუსს რომ მოვუგეთ, ყველა ჩუმად იყო, ხმა არავის ამოუღია - წავაგეთ ფინალში ჩრდ.მაკედონიასთან და თუ ვინმეს სიტყვის თქმის საშუალება ჰქონდა, ყველამ თავი გამოყო. დღეს ყველა თავისი თავისთვის და პოზიციისთვის იბრძვის, ცხოვრება ასეთია: რატომ არ გააკეთა მსგავსი განცხადება კახა ცხადაძემ ბელარუსთან მოგების შემდეგ? ალბათ, მაშინ კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული და ვერ შეძლო მისი აზრის დაფიქსირება. გამაოგნებელია ასეთი რამ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელისგან, ამ დონის ყოფილი ფეხბურთელისგან და საშუალო დონის მწვრთნელისგან.

ამხელა დონის ყოფილი ფეხბურთელისგან და საშუალო დონის მწვრთნელისგან ეს იყო არაადეკვატური საუბარი, ასეთი რამ არ შეიძლება! ბელარუსს რომ მოვუგეთ, ხმა არ ამოურია და წაგების შემდეგ გამოვჩნდი ცუდი?!," - განაცხადა სოლომონ კვერკველიამ.

წყარო : აჭარასპორტი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი