ახალი ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი 20-ნოე, 16:479 crash 103
image



ნოემბრის მატჩებისთვის გამოძახებულ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე კორონავირუსი დაუდგინდა და ამის გამო 19 წლის ფეხბურთელი გუნდს ვერც ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში დაეხმარა და ვერც სომხეთსა და ესტონეთთან ერთა ლიგის შეხვედრებში.

ჯერჯერობით ხვიჩა კარანტინში რჩება და ყაზანის რუბინს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. ცნობისთვის, კვარაცხელია რუბინის ერთადერთი ლეგიონერი არაა, ვისაც COVID 19 ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოუვლინდა. იგივე მოხდა სამხრეთკორეელი ხვან იმ ბომისა და შვედი კარლ სტარფელტის შემთხვევაშიც.

რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტამ საიმანოვმა რუსულ მედიასთან სწორედ კოვიდინფიცირებული ლეგიონერების, მათ შორის ხვიჩას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

"ჯერჯერობით ნაკრებებიდან ყველა არ დაბრუნებულა. ის ბიჭები, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ, კარანტინში რჩებიან. მადლობა ღმერთს, სამივეს კორონავირუსი უსიმპტომოდ გადააქვს. ყველა მათგანი ახალგაზრდაა, იმუნიტეტი ძლიერი აქვთ და საერთოდ არანაირი პრობლემა არ აქვთ. დასანანია, რომ ამ დროს გამოგვაკლდნენ, მაგრამ ასეთია სინამდვილე დღეს და ვერაფერს მოვიმოქმედებთ".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი