"ფეხშიშველსაც მითამაშია ბიჭები უჩემოდ ფეხბურთის სათამაშოდ არ დადიოდნენ" - რას ყვება გოგონა, რომლის გოლითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს

სიახლეები / ფეხბურთი 20-ნოე, 17:419 crash 80
image



19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს შეძლეს.

პირველივე ტაიმში მარიამ კალანდაძემ მოახერხა ბურთის გატანა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ეს გოლი არ ჩაუთვალა გუნდს. ამ მომენტიდან 1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას მიეცა ბურთის გატანის კიდევ ერთი შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ამჯერად ძელს მოხვდა. თამაშის მეორე ნახევარში, 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ ირინა ხაბურძანიას გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, მოწინააღმდეგის მეკარის პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ამ მოგებით გუნდი ახალ ეტაპზე გადავიდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართება. იმ ფონზე, როდესაც ქართველმა მამაკაცმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს გული დასწყვიტეს, ლანჩხუთელი გოგონების მოპოვებულმა გამარჯვებამ მართლაც მთელი დუნია გაახარა და დღეს ყველა ამ გოგონების გამარჯვებაზე ლაპარაკობს. გამარჯვებული გოგონები სამშობლოში დღეს, 5 საათზე დაბრუნდებიან და, ალბათ, ქართველი გულშემატკივარი მათ დიდი ოვაციებით დახვდება. წინ ახალი ეტაპია და ჩვენს გოგონებს გამარჯვებას ვუსურვებთ.

გთავაზობთ "კვირისპალიტრის" ინტერვიუს გუნდის ბომბარდირთან, გოლის ავტორ ხატია ჭყონიასთან, რომელიც თავის ცხოვრებაზე, კარიერასა და დიდ გამარჯვებაზე გვიამბობს. (სრული ინტერვიუ იხილეთ სტატიის ქვემოთ ლინკზე)

- ხატია, თქვენ და მთელ გუნდს გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, გურულმა გოგონებმა მართლაც გადარიეთ მთელი საქართველო, რას განიცდით?

- ყველანი საოცრად გახარებულები ვართ, რადგან საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა და თამაშიც გადამწყვეტი იყო. ჩვენ ეს შევძელით. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, მართლა ბევრი სითბო და მოლოცვები მოდის. ამდენი ემოცია, ამდენი სიხარული და ამხელა კომპლიმენტები არასოდეს მიმიღია. ჯერ ყველას ვერ გავეცი პასუხი და ერთი მოლოცვაც არ მინდა, ყურადღების გარეშე დავტოვო. მთელი ღამე არ მიძინია, ამ ემოციებით ისე ვიყავი დატვირთული. მთელი გუნდი გახარებულია.

- თქვენზე გვიამბეთ, გურული ხართ? რამდენი ხანია, რაც ფეხბურთს თამაშობთ?

- ქობულეთელი ვარ, მაგრამ წარმოშობა მაქვს ჩიბათიდან. ბავშვობიდან ვთამაშობ ფეხბურთს. 13 წლის ვიყავი, ნაკრებში პროფესიონალური თამაში რომ დავიწყე, მანამდე იყო სკოლის გუნდები, პატარ-პატარა ჩემპიონატები. რადგან კარგად ვთამაშობდი, ზურაბ კახიძემ ჩემ გამო მაშინ გოგონების საფეხბურთო გუნდი გააკეთა. მას მერე მოვყვები ფეხბურთს. მერე ბათუმში გადავედი, თბილისის გუნდთანაც მომიხდა შეხვედრა და ნაკრებმა რომ დაინახა ჩემი მონაცემები, ამიყვანა კიდეც. მერე 10 წლით თურქეთში ვიყავი და თურქულ გუნდებში ვთამაშობდი. ერთი წელია, რაც, ოჯახური პირობების გამო, საქართველოში მომიხდა დაბრუნება. ახლა ლანჩხუთის "გურიაში" ვთამაშობ.

სრული ინტერვიუ იხილეთ აქ >>> კვირისპალიტრა


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი