"ამიტომ აირჩია მან რუსეთის ნაკრები" - ანანიძე ჯიქიას შესახებ საუბრობს

სიახლეები / ფეხბურთი 22-ნოე, 13:079 crash 69
image



ჯანო ანანიძე გამოცემა Sport 24-ს ესაუბრა. ვრცელ ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელი არაერთ თემას შეეხო და მათ შორის გიორგი ჯიქიას შესახებაც ისაუბრა.

...გიორგი ჯიქიას არჩევანი რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ: "ჯიქიას უნდა ჰკითხოთ. საბა კვერკველია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდა, გიორგი კი მოსკოვში დაიბადა და აქ სწავლობდა. მისი გაგება შესაძლებელია, არავინ ადანაშაულებს. მას მოსკოვმა ყველაფერი მისცა, ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. უნდა გვახსოვდეს ლეგიონერების ლიმიტიც, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა. მე და საბა საქართველოში დავიბადეთ, ბავშვობიდან იქ ვართ, არასწორი იქნებოდა, რომ რუსეთის ნაკრებში გვეთამაშა. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც გავლენა მოახდინა ჯიქიას გადაწყვეტილებაზე, ამის შესახებ თვითონ მითხრა. როდესაც ამკარში თამაშობდა, საქართველოდან არავინ დაკავშირებია, როგორც კი სპარტაკში აღმოჩნდა, მაშინვე დაურეკეს. ეს არ არის სწორი. თუ ქართულ გვარს ამჩნევთ, დაუყოვნებლივ უნდა დაინტერესდეთ. ამიტომ, ჯიქიამ გადაწყვიტა იქ თამაში, სადაც გაიზარდა, იმ ადგილას, რომელმაც მას არსებითად ყველაფერი მისცა. თუმცა, მან საქართველოში მიწა იყიდა. მას იქ სახლის აშენება სურს, ვნახოთ იცხოვრებს თუ არა საქართველოში".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (247)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი