როგორ დასრულდა ნომებრის ბაშო და როდის დაიწყება მომავალი ტურნირი - რეიტინგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

სიახლეები / სუმო 22-ნოე, 14:019 crash 269
image



33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში გამართული საშემოდგომო სუპერტურნირი 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა, რაც წოდებაში დაწინაურების გარანტიაა.

აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს დასკვნით დღეს დასავლეთის სეკივაკე ტაკანოშოს გაეჯიბრა და ჰატაკიკომით აჯობა. ქართველმა სეკიტორმა მეტოქეს დოჰიოსკენ დაქაჩა და 26 წლის იაპონელმა წონასწორობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა.

შემოდგომის სუპერტურნირის გამარჯვებული ოძეკი ტაკაკეიშო გახდა, თუმცა, ჩემპიონის გამოსავლენად პლეი ოფის ჩატარება გახდა საჭირო. დღეს, ოძეკიმ კომუსუბი ტერუნოფუჯისთან აბისეტაოშით წააგო და ამ სუმოისტებს თანაბარი ბალანსი (13-2) აღმოაჩნდათ, დამატებით შერკინებაში კი ტაკაკეიშომ მოიგო.

პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) 24 დეკემბერს გამოქვეყნდება, შემდეგ სუპერტურნირს კი 2021 წლის 10-24 იანვარს ისევ ტოკიო უმასპინძლებს.

დადებითი ბალანსის დაფიქსირებისათვის ტოჩინოშინს რეიტინგში წინსვლა ელის.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (247)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი