მოხეტიალე თავდამსხმელი

სიახლეები 22-აპრ, 21:299 M_X_E_C_I 1645


ემანუელ ადებაიორმა თქვა, რომ „მანჩესტერ სიტი“ ფანების გამო დასტოვა. თურმე, ისტლენდელ გულშემატკივარს ის საკმარისად არ ჰყვარებია. შეგახსენებთ: იანვარში ტოგოელმა თავდამსხმელმა სეზონის ბოლომდე ესპანეთს მიაშურა — „რეალში“ გადავიდა.

უცხო თვალისთვის გულშემატკივრისა და ადებაიორის ურთიერთობა ძნელი შესამჩნევი იყო. გარედან ისე ჩანდა, რომ 27 წლის ფორვარდმა მანჩესტერელთა ძირითადი შემადგენლობიდან კარლოს ტევესის ამოგდება ვერ შეძლო. მეტიც, „სიტის“ თავკაცი რობერტო მანჩინი მასზე წინ ახალშეძენილ ედინ ჯეკოს და აფრო-იტალიელ ყმაწვილკაც მარიო ბალოტელისაც კი აყენებდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყო, რომ ადებაიორი მანჩინის სტილს ვერ მოერგო. გავიხსენოთ როდის გადავიდა ტოგოელი „არსენალიდან“ ისტლენდზე — ეს ორი წლის წინ მოხდა, როდესაც „მანჩესტერ სიტის“ ჯერ კიდევ მარკ ჰიუზი ედგა სათავეში. ჰიუზმა, მაშინ, ლონდონელებს ამ თავდამსხმელში 25 მილიონი ფუნტი გადაუხადა. უნდა ითქვას, რომ თავიდან ადებაიორი სულაც არ თამაშობდა ცუდად — პირველ სეზონში, 34 შეხვედრაში 14 გოლი შეაგდო, მაგრამ 2009-ის დეკემბერში მანჩინის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა.

„თავიდან „მანჩესტერ სიტიში“ ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მათამაშებდნენ და გოლი გოლზე გამქონდა. შემდეგ კი გაიმართა საბედისწერო თამაში ჩემს ყოფილ გუნდ „არსენალთან“. ყველას კარგად გახსოვთ რაც მოხდა იმ დღეს — გულშემატკივრის გაღიზიანებისთვის რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია მომისაჯეს. ის იყო და ის, მერე ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.

ჩემთვის მწვრთნელის შეცვლაც რთული მომენტი გამოდგა. მარკ ჰიუზი რობერტო მანჩინიმ შეცვალა და ამან კიდევ უფრო უკან დამწია, თუმცა დღეს, როდესაც უკვე დაწყნარებული ჩემს ორ ბოლო ტრანსფერს ვიხსენებ და ვადარებ, აშკარა განსხვავებას ვხედავ. „არსენალში“ ფანებს ვუყვარდი. შეიძლება გაგიკვირდეთ რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ „მეთოფეთა“ ფანებს დღესაც ვუყვარვარ. გულშემატკივრის მხარდაჭერა აქ, მადრიდშიც აშკარად ვიგრძენი. ამ მხრივ არც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მაქვს საქმე საწუწუნოდ. აქ, ხალხსაც ვუყვარვარ, თანაგუნდელებსაც და კლუბის თანამშრომლებსაც.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
M_X_E_C_I 23 აპრილი 2011 11:28
:D:D:D:D:D
Pakito 23 აპრილი 2011 10:18
აუ რა ტრუხა რამეს ბაზრობს :D :D :D ფული ყველაფერს შვება :D



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (139)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი