კარლო ანჩელოტი ბედნიერია

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 28-აპრ, 21:499 slim4you 2742


ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვთნელი კარლო ანჩელოტი გახარებულია მისი გუნდის პროგრესით უკანასკნელ თამაშებში. იგი იმედოვნებს, რომ "პრემიერ ლიგის" 35–ე ტურში მისი გუნდი შეძლებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ქულათა სხვაობის 3 ქულამდე შემცირებას. ამ ტურში ლონდონელები ჰარი რედნაპის გაწთნილ "ტოტენჰემს" უმასპინძლებენ რაც ნამდვილად არ იქნება "არისტოკრატებისთვის" იოლი გასეირნება. ჰარი რედნაპის შეგირდები "ჩემპიონთა ლიგის" საგზურისთვის იბრძვის.
თავის მხრივ ურთულესი მატჩი აქვს ცხრილის სათავეში მყოფ "მანჩესტერს". ისინი ლონდონში გაემგზავრებიან კიდევ ერთი ლონდონური გრანდის "არსენალის" წინააღმდეგ სათამაშოდ. ანჩელოტის "მეთოფეების" დიდი იმედი აქვს. მას სჯერა, რომ ისინი შეძლებენ "მანჩესტერისთვის" ქულების ართმევას.

"მე მახსოვს ის პერიოდი (სეზონის შუა) როდესაც ჩემი გუნდი 18 ქულით ჩამორჩა "მანჩესტერს", ახლა ქულათა სხვაობა მხოლოდ 6–ია, ხოლო თუ შევძელით და 3–მდე შემვაცირეთ ეს იდეალური იქნება. ისინი (ლაპარაკია "ტოტენჰემზე") იბრძვიან 4–ე ადგილისთვის და ახლა მათი დამარცხება ურთულესი იქნება." – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაშია გუნდის სრული შემადგენლობა, არც დისკვალიფიკაციის და არც ტრავმის გამო მას არც ერთი ფეხბურთელი არ დააკლდება. აგრეთვე წინა შაბათს როგორც იქნა ნავსი გატეხა "50 მილიონიანმა" ფერნანდო ტორესმა და გოლი გაიტანა, ისე კიდევ ერთი დამაიმედებელი ფაქტია კარლიტოსთვის. ამავდროულად არც დიდიე დროგბა იმყოფება ურიგო ფორმაში.

"ისინი (საუბარია ტორესსა და დროგბაზე) კარგად ვარჯიშობენ და კომბირინებენ, ამიტომ, არ იქნება გასაკვირი, რომ შაბათს ორივე მათგანი იხილოთ მოედანზე პირველივე წუთიდან." – განაცხადა იტალიელმა.

და ბოლოს: "იმედი მაქვს "არსენალი" აჩვენებს საუკეთესო თამაშს და დაამარცხებს "მანჩესტერს", მისი უახლოესი მდევარი "სიტი" საკმაოდ მიუახლოვდა ქულათა რაოდენობით და ეს იქნება მათთვის კარგი მოტივაცია" – დაასრულა ანჩელოტიმ.

დიტო ზუბიტაშვილი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (162)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი