ქეცბაია: "ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს"

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 09-ოქტ, 11:429 Sportnews 3965


საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გუშინდელი მოგებული შეხვედრის შემდეგ რამოდენიმე კითხვას გასცა პასუხი, ასევე მცირე კომენტარი გააკეთა ჩვენი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა.

ჯონ ბუტიგეგი: “ძალიან რთული იყო ამ მოედანზე თამაში. განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მაყურებელმა კარგი მატჩი ნახა. ჩემი გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯა და სამწუხაროა, რომ ბოლო წუთებზე გოლი გაუშვით. ქეცბაიას და მის გუნდს გამარჯვებას ვულოცავ”.

- თქვენი გუნდის მიერ შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე ფიქრობთ, რომ გამარჯვებაც შეგეძლოთ?

- ძალიან კარგი მომენტები გვქონდა, რომელთა გამოყენების შემთხვევაში მოვიგებდით. საერთოდ, ორივე გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა.

- უკვე სამი მატჩი ჩაატარეთ და წინა მეტოქეებიდან (ისრაელი და ლატვია-რედ.) საქართველოს ნაკრებს რომელს შეადარებდით?

- სამივე დაახლოებით ერთი და იმავე დონის გუნდია, რომლებიც ჯგუფის ფავორიტებს პრობლემებს შეუქმნიან. ამის მაგალითად საბერძნეთი-საქართველოს მატჩი გამოდგება.

- საქართველოს ნაკრებს ლატვიაში რა შანსი აქვს?

- ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება. წარმატების მიღწევა ორივე მათგანს შეუძლია.

ქეცბაია: "ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს"


თემურ ქეცბაია: “პირველყოვლისა, მინდა ყველას გამარჯვება მიულოცო. სამი წელიწადი განმავლობაში ვერმოგება საქართველოსთვის დიდი დროა. ეს გამარჯვება მომავალი თამაშისთვის ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება. კარგია, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. შეცდომები ბევრი იყო. თამაშის მერე გასახდელში შესულმა ბიჭებს რომ შევხედე, ეტყობოდათ, რომ მოედანზე ყველაფერი დადეს. ასეა, როდესაც ბოლომდე იბრძოლებ და არ დანებდები, წარმატებასაც მიაღწევ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს გამარჯვებას”.

- განვლილმა მატჩმა საქართველოს ნაკრების რა მინუსები დაგანახათ? იმ პერიოდის განმავლობაში რაც გუნდში ხართ, თქვენი საფეხბურთო ფილოსოფიის გატარება თუ მოახერხეთ?

- აქამდე რაც მატჩები ჩავატარეთ, ფავორიტები არ ვყოფილვართ. ამ თამაშზე ფავორიტები ვიყავით, რადგან საქართველოსა და მალტას შორის ფეხბურთში დიდი განსხვავებაა. მეტი შემქმნელი ფეხბურთელი და მოძრაობა გვჭირდება. ამაში მოვიკოჭლებთ. არის ზოგიერთი ფეხბურთელი, რომლებიც ტრავმების გამო გვაკლია და იმედია მალე დაგვემატებიან. ასეთ მატჩებში მეტი ხარისხი თუ არ ვაჩვენეთ მომავალში გაგვიჭირდება. ერთის მხრივ კარგია, რომ მომავალ მატჩებში კვლავ ფავორიტებად არ ჩავითვლებით და ჩვენი სათამაშო სქემით ვითამაშებთ. ბევრი რამაა გასაკეთებელი. მალტასთან რომ ვერ მოგვეგო... ამდენი ხალხი იყო მოსული წვიმაში და მინდა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა ჩემი და ბიჭების სახელით მადლობა გადავუხადო. მარტო დაცვითი ხაზიდან თამაშით ვერ მივაღწევთ იმას რაც გვინდა. სამუშაო ბევრი გვაქვს.

- ნოემბრის სანაკრებო “ფანჯრის” დროს ამხანაგური თამაში თუ გაქვთ დაგეგმილი?

- გადაწყდა, რომ 19 ნოემბერს სლოვენიასთან სტუმრად ვითამაშებთ. მოგვეცემა საშუალება ბევრი ფეხბურთელი გავსინჯოთ. მართალია, ყოველ თამაშში გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ ამხანაგური მატჩია და მოგება-წაგებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს მივცემთ დაგვანახონ რა შეუძლიათ. ოფიციალურ თამაშებში გარისკვა და ექსპერიმენტების ჩატარება ძალიან ძნელია. თებერვალში კვიპროსზეა ტურნირი და საბოლოო პასუხს ველით. ჩვენი მონაწილეობა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტელევიზია, რომელიც ამ ტურნირს აშუქებს ბევრ რამეს წყვეტს. მას უნდა ისეთი გუნდი მიიწვიოს, რომელიც შემოსავალსაც მოუტანს. ჯერჯერობით, ჩვენ ასეთი გრანდი არ ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ ყველაფერი დადებითად გადაწყდება.

- დაუშვილის თამაშზე რას იტყვით?

- მგონი დაგვეხმარა, მითუმეტეს დიდი დროც არ ჰქონია. კარგია ფეხბურთელია და მომწონს. ამიტომ, მივიწვიე ნაკრებში და მოედანზეც გამოვიყვანე. გოლი რომ ვერ გაგვქონდა, რაღაც უნდა შეგვეცვალა. ამიტომ, სამ “საყრდენზე” გადავეწყვეთ, რომელთა წინ გოგუა იყო და შეტევაში თამაში ორი ფორვარდით გავაგრძელეთ.

- სლოვენიასთან მატჩამდე ყენიასა და კანკავას გამოჯანმრთელება თუ მოესწრება?

- როგორც ვიცი, ყენიას კოჭი გადაუტრიალდა და კიდევ ერთი კვირა ვერ ივარჯიშებს. კანკავას ველაპარაკე და შესაძლოა, მის სანახავად უკრაინაშიც ჩავიდე. მან გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ჩვენ გვსურს, რომ ყველა კარგი ფეხბურთელი ნაკრებში გვყავდეს.

- ისრაელთან მატჩის მერე მოედანს “ყანა” უწოდეთ და მალტასთან თამაშში მინდვრის საფარი რა მდგომარეობაში იყო?

- ეს მინდორი შესაცვლელია, რადგან ნიადაგი ძალიან ცუდია. იმედია, ჩვენს მომავალ საშინაო თამაშამდე შეცვლიან. ამ ერთ თვეში ნამდვილად გამოკეთდა და უკეთეს მდგომარეობაში იყო. თუმცა, ეს მინდორი აღარ ვარგა.

- ლატვიაში რა შედეგს გეგმავთ? ჩათვლით თუ არა ქულის აღებას დადებითად?

- ლატვიამ მალტას 2:0 მოუგო, მაგრამ დიდი უპირატესობა არ ჰქონია. ლატვიელებს ბევრი მაღალი ფეხბურთელი ჰყავთ და სტანდარტულ მდგომარეობებს კარგად იყენებენ. ამიტომ, “სტანდარტულების” დროს ყურადღებით უნდა ვიყოთ. მე ყველა თამაშს იმედის თვალით ვიყურებ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
kaka-ika 9 ოქტომბერი 2010 11:50
კალაძემ და ასათიანმა ძალიან მაგრად ითამაშეს. მაინც ხო კალაძის პასით გავიდა გოლი bully
Eke 9 ოქტომბერი 2010 11:47
რაულიტო,
მეც დავამატე ეს პრესკონფერენცია წინა სიახლეს მარა იყოს :):):)


კანკავა ყენია დიდი ძალაა
Sportnews 9 ოქტომბერი 2010 11:43
იბრძოლეს და დაუფასდათ კიდევაც, ქეცბაია ძაან მაგარი მწვრთნელია , აშკარაა , რომ ნაკრები ჩამოაყალიბა, და ეხლა ნელ-ნელა პროსგრესისკენ მივდივართ.

ასევე იმედია მალე დაგვიბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები,
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)