U19 ნაკრებმა ბერძნებს სძლია

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 11-ოქტ, 22:399 Eke 3020


დასრულდა ევროპის U19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების პირველი ტური,თავისი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებმაც პორტუგალიაში ბერძენთან წინააღმდეგ.

ჩვენი ცხრამეტ წლამდელებთა ნაკრები ტურნირის მასპინძლის პორტუგალიის,საბერძნეთის და აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად არის განთესილი მესამე ჯგუფში.
თამაში ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა,ორივე გუნდ შეეძლო გოლის გატანა თუმცა ეს მატჩის ბოლო წუთამდე 89 წუთამდე ვერ მოხერხდა და ჩვენდა საბედნიეროდ გოლის გატანა ქართველებმა კერძოდ კი დონეცკის “შახტარის” მეორე გუნდის შუახაზელმა თორნიკე ოქრიაშვილმა შეძლო.
U19 ნაკრებმა ბერძნებს სძლია
საქართველო: გიორგი ნადირაძე, ნიკა კვეკვესკირი, სოლომონ კვირკველია, ავთანდილ ბრაჭული (კაპ), ბაქარ მირცხულავა (ლევან ელიზბარაშვილი, 90+1), ნიკა ძალამიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ლაშა ჩაფიძე (გიორგი ჩელებაძე, 70), ნიკა აფაქიძე, ირაკლი ხუჭუა (მინდია ფუტკარაძე, 86), მამუკა კობახიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი.

საბერძნეთი: კალდელისი, ვლახოსი, ბუგაიდისი, პოტურიდისი (კაპ), სტამოიანოსი, კათატიოსი (კაიმაკუდისი, 58), კოცარიდისი, ველიოსი, კატიდისი (კოლოვოსი, 88), ვალერიანოსი, დიამანტაკოსი.
მთავარი მწვრთნელი: ლეონიდას ვოკოლოსი.

გაფრთხილებები: ვლახოსი (81), ბუგაიდისი (83), ხუჭუა (90), ბრაჭული (90+4).
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (89).
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი).

სტატისტიკა

კარში დარტყმა 4-2
კარისკენ დარტყმა 3-5
კუთხური 4-6
ჯარიმა 12-19.


ამავე ჯგუფში დღეს აზერბაიჯანელი ახალგაზდები მასპინძლებს პორტუგალიელებს დაუპირისპირდნენ და ორ-ორი გატანილი გოლებით ერთმანეთის კარში თითი-თითო ქულა გაიყვეს.

U19 ნაკრებმა ბერძნებს სძლია


მორიგი ტურის მატჩები 13 ოქტომბერს ჩატარდება და როგორც პირველში, ორივე ერთდროულად, თბილისის დროით 19:00 დაიწყება. ქართველი 19-წლამდელები ამჯერად პორტუგალიას შეხვდებიან, ხოლო ბერძნები აზერბაიჯანთან გაარკვევენ.

ავტორი: ერეკლე გორგოძე


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
spinoza 13 ოქტომბერი 2010 13:31
ისე აზერებსაც საღოლ პორტუგალიასთან ფრე უთამაშიათ.......
gvelesa 12 ოქტომბერი 2010 20:41
საღოლთ საღოლთ მარაა ეცადეთ ჩვენ გლავნი ნაკრებს არ დაემსგავსოთ :D:D
admin 12 ოქტომბერი 2010 13:16
თაობა მართლაც კარგი მოდის მაგრამ ახლა საჭიროა მათი სწორად აღზრდა...
ilia7 12 ოქტომბერი 2010 01:23
მაგარი თაობა მოდის მგონი
Sportnews 11 ოქტომბერი 2010 22:50
საღოლ ბიჭები საღოლ , მაგარი თაობა გვეზრდება , მთავარი ეხლა სწორი მიდგომაა და ეს თაობა არ დაიკარგება.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 11 ოქტომბერი 2010 22:43
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს და მათ გულშემატკივრებსაც, ეგ ერთი და სხვა მრავალი ბიჭებო!!
Eke 11 ოქტომბერი 2010 22:43
მალადეც ბიჭებს,ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ მგონი :):):)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (255)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი