დღე რომელიც ისტორიაში ჩაიწერა

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 15-მაი, 20:259 slim4you 1632


შესანიშნავი გამარჯვება "კალიარის" წინააღმდეგ (4:1) და შემდეგ თასის გადაცემა 80,000 გულშემადტივრის თანდასწრებით! ეს არის დღე რომელიც "როსონერის" ისტორიაში ჩაიწერა.

გთავაზობთ "მილანის" მფლობელის ადრიანო გალიანის, მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის და "როსონერის" რამდენიმე ფეხბურთელის ინტერვიუს.

გალიანი: "ამ გამარჯვებამ უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭა როგორც მე, ისევე კლუბის პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის და თითოეულ "როსონერის" გულშემატკივარს, რისთვისაც დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს და მწვთნელს. "მილანი" საფეხბურთო ელიტაში ბრუნდება" – გალიანი ამ ინტერვიუში შეეხო მილანის ორ ლეგენდარულ მცველს პაოლო მალდინის და ფრანკო ბარეზის. "პაოლო და ფრანკო არიან "მილანის" ლეგენდები რის გამოც 6 ნომრიანი მაისურის ჩაცმა არავის არ შეუძლია ხოლო პაოლოს 3 ნომრიან მაისურს მხოლოდ მისი ვაჟი მოირგებს."

მასიმილიანო ალეგრი: "ფანტასტიური დღეა, ჩემს ცხოვრებაში ეს პირველად მოხდა: წითელ–შავებში გამოწყობილი ადამიანების ზღვა რომლებიც იყვნენ სტადიონზე, გველოდებოდნენ ქუჩებში. ეს ენით აუწერელი ბედნიერებაა."

მასიმო ამბროზინი: "მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, ექიმთა ჯგუფს, მთავარ მწვრთნელს და კლუბის პრეზიდენტს. აგრეთვე უდიდესი მადლობა ყველა გულშემატკივარს რომლებიც მთელი წლის მანძილზე მხარს გვიჭერდნენ. მე არასოდეს არ მიფიქრია "მილანის" დატოვებაზე, მაგრამ მეც და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ვხვდებით რომ დრო იცვლება... და ახლა კლუბზეა დამოკიდებული კონტრაქტების გახანრძლივება არ გახანგრძლივების სახკითხი. "მილანი" ჩემი ცხოვრების ნაწილია"

კლარენს ზეედორფი: "შესანიშნავი დღეა, სინოპტიკოსების აზრით დღეს საშინელი ამინდი უნდა ყოფილიყო მაგრამ მშვენიერი ამინდია... ყველა ფეხბურთელისთვის უდიდესი სიმაოვნებაა როდესაც ამდენ გულშემატკივარს ბედნიერებას ჩუქნი. ჩვენ ჩემპიონები ვართ !!!"


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 15 მაი 2011 21:52
ეს დღე ნამდვილად შევა ისტორიაში, ჩემთვის კი როგორც ფეხბურთის დიდი მოყვარულისთვის მთავარია რა მათი ტიტული არამედ ძველი დიდების და სიძლიერის დაბრუნებააა.
ველოდები მომავალ სეზონში მილანის ძლიერ თამაშს.
და ვუოცავ მილანის ფანებს ჩემპიონობას
slim4you 15 მაი 2011 21:33
რაულიტო,
ააარაა
Sportnews 15 მაი 2011 21:03
დიტო დაწევას აპირებ ? wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი