მესის ინტერვიუ

სიახლეები 24-მაი, 15:129 dato_cule 2580


კატალონიის ,,ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ,,მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ისე ითამაშებს, როგორც მისი კარიერის ბოლო თამაშს. იგი ამბობს, რომ რომის ფინალი წარსულს ჩაბარდა, მასთან კარგი მოგონებები აკავშირებს და ჩემპიონთა ლიგის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

,,მე გავალ მოედანზე და ვითამაშებ ისე, როგორც ჩემს ბოლო თამაშს. შესანიშნავი გრძნობაა ჩემპიონობა, ამიტომ ყველაფერს გავიღებ, რომ ეს კიდევ ერთხელ შევიგრძნო. ჩვენ ვეთამაშებით შესანიშნავ გუნდს, რომელსაც ჰყავს იდეალური ფეხბურთელები, როგორიცაა უეინ რუნი. ფავორიტი რათქმაუნდა არ არსებობს, პატარა დეტალებსაც კი შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა".

იგი ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი გოლის გატანა, მთავარია რას მიაღწევს გუნდი.

,,ძალიან კარგად ვიცი თუ რას ნიშნავს გოლის გატანა, შემიძლია გავიტანო თავით, ფეხით, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით როცა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას აღნიშნავ".

ინტერვიუს დროს მესი აგრეთვე შეეხო პიჩიჩის თემას და მიულოცა თავის ოპონენტს მისი მოგება, რომელმაც ლა ლიგაში 40 გოლი გაიტანა.

,,ძალიან მინდოდა პიჩიჩის მოგება, მაგრამ კრისტიანო რონალდომ ბოლო რამდენიმე თამაშში უამრავი გოლი გაიტანა, რაც ფანტასტიური შედეგია. ვულოცავ მას ამ წარმატებას, მაგრამ ჩემთვის მაინც ჯერ გუნდია, შემდეგ პირადი ტიტულები".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
dato_cule 24 მაი 2011 15:14
მაგარი კაცია რა, ვივა ლეოოოო 3



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (137)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი