Image

ჯერარდი: "მთავარი მიზანი - ჩემპიონთა ლიგაა"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-ივნ, 13:239 Livera 1639


















"ლივერპულის" ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ "ენფილდის" მთავარი მიზანი მომავალი სეზონისთვის არის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება.

"ლივერპულის" ცოცხალმა ლეგენდამ და კაპიტანმა , სტივენ ჯერარდმა "ლივერპულის" ოფიციალურ საიტთან საუბრის დროს განაცხადა : "მე ძალიან მინდა რომ ჩემი თანაგუნდელები და ჩემი კლუბი მივიყვანო გამარჯვებამდე , მაგრამ ვერ შეგპირდებით იმას რომ ეს მომავალ სეზონში აუცილებლად მოხდება. ჩემი მხრიდან ძალზედ უაზრო იქნება რამის შეპირება გულშემატკივრებისთვის. ყოველი სეზონის დასაწყისში ჩვენგან გულშემატკივარი სულმოუთმენლად ელის წარმატებას და ტიტულების მოპოვებას და თუ იმასაც ჩავთვლით, რომ გუნდის სათავაში იმყოფება ნამდვილი ლეგენდა კენი დალგლიში , რომელიც აუცილებლად ეცდება გაიფორმოს კლუბში ახალი ფეხბურთელები , მოლოდინი მომავალი წლისთვის იქნება განსაკუთრებით მაღალი."

ჯერარდი:"ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება მომავალ წელს ჩვენთვის იქნება მთავარი მიზანი. მე ვთვლი რომ , პრემიერ ლიგის უკლებრივ ყველა კლუბი მიისწრაფის ჩემპიონთა ლიგისკენ. რათქმაუნდა ეს ტურნირი ფინანსური თვალსზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის , რომელსაც სურს წარმატებას მიაღწიოს კლუბურ დონეზე." "წითლების" კაპიტანი გასულ სეზონს მოედანზე არ გამოჩენილა იმის მერე რაც "ლივერპულმა" 3-1 დაამარცხა გასული სეზონის "პრემიერ ლიგის" გამარჯვებული "მანჩესტერ იუნაიტედი". ჯერარდმა ასევე ისაუბრა ტრამვაზე რომელიც მან მიიღო გასულ სეზონში :"ოპერაციის მერე ჯერ-ჯერობით ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს და მე ვფიქრობ რომ მომავალი სეზონის დასაწყისისთვის მე სრულიად ჯამრთელი ვიქნები და ყველანაირად შევეცდები დავეხმარო კლუბს და კენი დალგლიშს. თორმეტ თვიანი შესვენების შემდეგ, ივლისის დასაწყისში მე უკვე მზად ვიქნები რათა შევუერთდე კლუბს მელვუდში. შემდეგ მე მექნება ნახევარი თვე სრული გამოჯამრთელებისთვის და დიდი იმედი მაქ იმისი რომ მომავალი სეზონის დასაწყისისთვის უკვე კარგ სათამაშო ფორმაში ვიქნები."

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Livera 17 ივნისი 2011 15:17
13_FCB,
რატო ფიქრობ ეგრე არ მესმის რა ... კაცმა რომელმაც მთელი კარიერა შესწირა კლუბს და ზოგ-ზოგიერთებივით არ დაიწყო ფულის გამო სხვადასხვა კლუბებში თამაში , მე მაგალითად იმიტომ ვბალეშიკობ ამგუნდს რო სხვებისგან განსხვავებით ამ კლუბში თამაშობენ მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც გულით და სულით უყვარს გუნდი და ფეხბურთი და არა ისეთები რომლებსაც ტიტულების მოპოვებისთვის 10კლუბს იცვლიან და წელიწადში მილიონი 20 მილიონი რო აქვთ ხელფასი და მაინც რო ვერ ძღებიან. როცა ფეხბურთელი კარიერას დაამთავრებს მისგან რამე სახელი ხო უნდა დარჩეს? მის ქალაქში ის მსოფლიოს პირველი ფეხბურთელია და კლუბის ისტორიაშიც ერთ-ერთ ლეგენდად არის აღიარებული... და იმ ფეხბურთელების ათეულშიცაა შესული რომლებმაც კლუბის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტად დაამახსოვრეს თავიანთი თავი ფანებს... ბოლოსაბოლოს ყველაპერს თაი რო დავანებოთ , ვინ გაზარდა ესფეხბურთელი , ვინ ჩამოაყალიბა მსოფლიო დონის ვარსკვლავად... აქ ამკაცს იმხელა შეგნება რო ბოლომდე გვერდში დაუდგეს თავის ქალაქს და თავისკლუბს ) ესეთი უნდა იყოს ფეხბურთელი და გიგზის და სკოულზის ნაირი... და ესეთი ფეხბურთელიფეხბურთის ისტორიას უფრო დაამახსოვრდება ვიდრე რუნი, რონალდო, ბერბატოვი , ბენზემა და კიდე სხვები არ გავაგრძელებ ჩამოთვლას. აი ესე :D
13_FCB 17 ივნისი 2011 14:27
ჯერარდი მაგარი კაცია მარა ცოდოა ესეთი ფეხბურთელი ლივერპულში.. (ლივერპულის ფანებო არ მცემოთ :D) 3 2
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (221)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა