<<>>

მოდრიჩი წასვლაზე ალაპარაკდა

სიახლეები / ფეხბურთი 18-ივნ, 13:169 Eke 1784


"ტოტენჰემის" ხოვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა უკვე ხმამაღლა განაცხადა,რომ მზადაა დატოვოს "ტოტენჰემი" და გადაბარგდეს სხვა გუნდში,მაგრამ ლუკას ლონდონის დატოვება არ სურს,ხორვატმა ასევე გადაკვრით თქვა ლონდონის "ჩელსიში" გადაბარგების შესახებ,რომელიც შესაძლოა ამ სატრანსფერო პერიოდში განხორციელდეს .

მოგეხსენებათ ოთხშაბათს "ტოტენჰემმა" მიიღო შეთავაზება ლონდონის "ჩელსისგან" ლუკა მოდრიჩის შესაძლო ტარნსფერის შესახებ,სატრანსფერო ღირებულებად £22 მილიონი დასახელდა,რაც ჰარი რედნაპს სასაცილოდაც კი არ ეყო.

"ჩემი მეგობრების მსგავსად, მეც მსურს კლუბის დატოვება,უკვე საკმარისად მეტი დრო გავატარე "ტოტენჰემში",მაგრამ ახლა დროა სხვა კლუბში გადასვლაზე ვიფიქრო" - განუცხადა Daily Mail-ს მოდრიჩმა.

"უნდა ველაპარაკო კლუბის ხელმძღვანელს,მაგრამ ეს საუბარი არ შეეხება "ტოტენჰემიდან" ჩემს შესაძლო წასვლას,რადგან ჩემი მხრიდან ამ თემაზე საუბარი ძალზედ უდიერი იქნება და არც მსურს გუნდთან რაიმე უთანხმოება მქონდეს,მაგრამ მაინც არსებობს მცირედი უთანხმოება გუნდის ხელმძღვანელთან,საქმე ეხება ჩემს კონტრაქტს,როდესაც მე კონტრაქტზე ხელს ვაწერდი,მათ განმიცხადეს,რომ თუ რომელიმე გუნდი დაინტერესდებოდა ჩემით,ისინი განიხილავდნენ ყველა შემოთავაზებას ჩემი ტრანსფერის შესახებ"

"თუ რომელიმე გუნდი დაინტერესებული იქნება ჩემით და ამასთანავე შემოთავაზებული ვარიანტი იქნება კარგი და მისაღები,მაშინ მსურს,რომ "ტოტენჰემი" დავტოვო"

ხორვატმა საუბრისას განაცხადა,რომ არ სურს ლონდონის დატოვება, და თითქოსდა გაკვრით თქვა მის შესაძლო "სტემფორ-ბრიჯზე" გადაბარგების შესახებ.

"ლონდონი მშვენიერი ქალაქია,აქ მეც და ჩემი ოჯახის წევრების თავს შესანიშნავად ვგრძნობთ,რაც შეეხება "ჩელსის" ეს უდიდესი კლუბია,დიდებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული,ვიმედოვნებ "ტოტენჰემი" განიხილავს "ჩელსის" შემოთავაზებას,მოხარული ვარ "ჩელსის" ჩემდამი" დაინტერესებით,რადგან ეს არის გუნდი ,რომელსაც გააჩნია ამბიციები ტიტულების მოსაგებად,რომელიც იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად"

"გულშემატკივრებს მინდა განვუცხადო,რომ თუ გუნდი დავტოვე ეს არ იქნება ფულის გამო,ეს იქნება ცემი პირადი ამბიციის გამო,რომელიც ჯერ კიდევ ინგლისში ჩამოსვლამდე გამაჩნდა,სანამ ინგლისში ჩამოვიდოდი ვოცნებობდი ტიტულების მოპოვებაზე"

"დროთი,რომელიც "ტოტენჰემში" თამაშისას გავატარე ძალზედ კმაყოფილი ვარ,მაგრამ ფეხბურთისთვის მგონი ნორმალური უნდა იყოს ფეხბურთელის ამბიცია შედარებით დიდ გუნდში თამაშისა"

"ტოტენჰემი" დიდი კლუბია,შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და მწვრთნელთა კორპუსით,მისი ადგილი ჩემს გულში მუდამ იქნება"
- განაცხადა ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა Daily Mail-თან საუბრისას.

შეგახსენებთ,რომ 25 წლის ხორვატი "ტოტენჰემს" 2008 წელს შეუერთდა და მას მერე 91 ჩატარებულ შეხვედრაში 9–ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
spinoza 18 ივნისი 2011 20:14
კარგია ფერგი სნეიდერზე გადაერთვება........
Eke 18 ივნისი 2011 13:21
კარგი შენაძენი იქნება ჩელსისთვის



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (35)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი