“ენერჯი ინვესტმა” კიდევ ერთი კამერუნელი ლეგიონერი დაიმატა

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი 16-ოქტ, 16:039 Sportnews 1858


საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “ენერჯი ინვესტმა” ჟოლივეტ ტუჯანის შემდეგ მეორე კამერუნელი ლეგიონერი, სამუელ დამონი დაიმატა, რომელიც ბოლოს რუსეთის მეორე ლიგის გუნდ ჩელიაბინსკის “დინამოში” თამაშობდა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში საკალათბურთო კლუბ “ენერჯი ინვესტის” დირექტორმა ამირან ხაჩიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამონის სიმაღლე 204 სანტიმეტრია, რომელიც გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მე-4 და მე-5 ნომერს თამაშობს. იგი გუნდში ტუჯანის რეკომენდაციით მოხვდა, რომელიც დამონს კარგად იცნობს. ფინანსური პრობლემების გამო “დინამო” დაიშალა და დამონი უკლუბოდ იყო დარჩენილი.

“ენერჯი ინვესტში” ასევე ითამაშებს ბექა წივწივაძე, რომელიც მე-19 ეროვნულ ჩემპინატში საუ-ს შემადგენლობაში გამოდიოდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 16 ოქტომბერი 2010 16:19
კალატბურტცჰი ენერჯი დგეს დგეობიტ საქარტველოსში ყველაზე მაგარია



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (204)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი