დღის ახალი ამბები

ვილი სანიოლის პირველი კომენტარი საქართველოს ნაკრების ჩაბარების შემდეგ

ვილი სანიოლის პირველი კომენტარი საქართველოს ნაკრების ჩაბარების შემდეგ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ვილი სანიოლი გაწვრთნის. ფრანგმა სპეციალისტმა პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დიდი შრომით, დისციპლინით და მონდომებით ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერა შესაძლებელი იქნება.

„წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეთა პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება. დიდი შრომით, დისციპლინით და მონდომებით, ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს“, - თქვა სანიოლმა.

43 წლის სპეციალისტის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 25 მარტს, შვედეთის ნაკრებთან საგარეო მატჩში შედგება. საქართველო 28 მარტს თბილისში ესპანეთს შეხვდება, ხოლო 31 მარტს, სალონიკში საბერძნეთს ესტუმრება.





გაზიარება
მოინახულეს 1 693-ჯერ
კომენტარები
რეკლამა