"დინამოს" მეტოქე მოლდოვური "მილსამი" იქნება

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 20-ივნ, 17:459 Eke 2161


დინამოს მეტოქე უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვური მილსამი იქნება. პირველ შეხვერას ჩვენი გუნდი 30 ივნისს თბილისში გამართავს.

ალექს გარსია – ამ წუთისთვის მეტოქეზე მცირე ინფორმაცია გვაქვს. ვეცდებით მალე მოვიპოვოთ ვრცელი ინფორმაცია მომავალ მეტოქეზე. საერთოდ მიღებულია, რომ ორ რაუნდიან ორთაბრძოლაში პირველი შეხვედრის ჩატარება გასვლაზე სჯობს. შანსები თანაბარია 50/50-ზე. დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენს და ჩემს პირველ შეხვედრაზე გულშემატკივარი მრავლად მოვა და დიდი მხარდაჭერა გვექნება.

ალექსანდრე კოშკაძე – ყველანი ძალიან შემართებით და მონდომებით ვემზადებით ახალი სეზონისთვის. დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ წყვილში გამარჯვებული დინამო იქნება და მომდევნო ეტაპზე აუცილებლად დინამო გავა.

გიორგი ლორია – ასეთი რანგის შეხვედრებში მაქსიმალურად სერიოზულად უნდა მიუდგე მეტოქეს და ჩვენც ასე მოვიქცევით.

პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ჩვენს გუნდს უელსის ლანელისთან მოუწევს დაპირისპირება, პირველი შეხვედრა 14 ივლისს უელსში შედგება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
dato_cule 20 ივნისი 2011 22:58
Mr.Black And White,
ხოო ეგრეა და რა ვქნა არ იციი? დამეხმარე ბიძიააა :D
Mr.Black And White 20 ივნისი 2011 19:49
dato_cule,
დაბლოკვა კი არა ვირუსი აქვს და კომპი არ გიშვებს..
13_FCB 20 ივნისი 2011 19:06
dato_cule,
კი ძმა......)
dato_cule 20 ივნისი 2011 18:48
Eke,
13_FCB,
თქვენ უპრობლემოდ შედიხართ?
Eke 20 ივნისი 2011 18:37
13_FCB,
ოფიციალური საიტები არ ბლოკავენ მგონი !
13_FCB 20 ივნისი 2011 18:29
dato_cule,
დაბლოკილი ხარ ეტყობა ძმა..)

Eke,
აჰა გასაგებია.
Eke 20 ივნისი 2011 18:28
13_FCB,
ოფიციალური საიტებიდან დაკოპირება შესაძლებელია,წყაროს მითითებით
dato_cule 20 ივნისი 2011 18:20
13_FCB,
ძმა მაგ საიტზე ვერ შევდივარ და რატო ხო არ იციი? დაბლოკილიაო მიწერს
inter 20 ივნისი 2011 18:09
უდავო ფავორიტია დინამო და უნდა მოიგონ ბიჭებმა
13_FCB 20 ივნისი 2011 18:01
ერთი სიახლე მეც დავაკოპირო fc.dinamo.ge dan :)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (111)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი