დღის ახალი ამბები

ვაკო ყაზაიშვილის პირველი კომენტარი კორეულ გუნდში გადასვლის შემდეგ

ვაკო ყაზაიშვილის პირველი კომენტარი კორეულ გუნდში გადასვლის შემდეგ

საქართველოს ნაკრების შემტევი, ვაკო ყაზაიშვილი, კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. 

28 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ ულსან ჰიუნდაისთან გააფორმა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, რომელიც 2020 წელს სწორედ ულსანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში კორეელებმა ანდრეს ინიესტას ვისელ კობე დაამარცხეს. 

"მოხარული ვარ, რომ აზიის ჩემპიონს, ულსანს ჰიუნდაის შევუერთდი. ეს ახალი გამოწვევაა ჩემს კარიერაში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემპინობასთან ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგაზიც მივაღწიოთ წარმატებას", - ციტირებს ყაზაიშვილს interfootball.co.kr. 





გაზიარება
მოინახულეს 1 027-ჯერ
კომენტარები
რეკლამა