ალექს გარსიამ შეაჯამა გუნდის სლოვენიური შეკრება

სიახლეები 23-ივნ, 14:299 Richie 1596


-ძალიან კმაყოფილი ვარ. მთავარია, რომ შევძელით მყუდრო გარემოში, მშვიდად გვემუშავა. გვქონდა საშუალება განგვეხორციელებინა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა, ჩვენ ყველამ უკეთ გავიცანით ერთამანეთი და რაც შესაძლოა ყველაზე მთავარი იყოს გავუგეთ ერთმანეთს.

ფეხბურთელებთან მუშაობა ჩემთვის მარტივი და ადვილი იყო. ჩვენი მოთხოვნებისთვის ისინი მზად იყვნენ. შესაძლოა იმიტომაც, რომ კატალონიელები და ქართველები დიდად არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
აქ შეკრებაზე 3 შეხვედრაში მხოლოდ 1 ბურთი გავიტანეთ, ისიც პენალტით, თუმცა საგოლე მომენტები მრავლად გვქონდა. გამომდინარე აქედან უპირველეს ყოვლისა თავდასხმის ხაზია გასაძლიერებელი. უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით, შესაძლებელია ტრანსფერიც განვახორციელოთ.

კარგია და მნიშვნელოვანი, რომ შეკრება ავსტრიის ჩემპიონთან კარგად ჩატარებული მატჩით დავასრულეთ. გამოჩნდა, რომ გუნდი უმატებს, იზრდება. ბევრი რამ ვნახეთ ამ შეკრების განმავლობაში და მივიღეთ ის რაც დღეს იყო. ანუ ანარეკლი იმ თამაშის, რა მიმართულებითაც მივდივართ. გამოჩნდა კონტურები იმის რაც გვინდა. იმ კონცეფციის რისი ხილვაც გვსურს მოედანზე. ბურთის კონტროლი, თამაშის წაყვანა, ორგანიზებული პრესინგი და მთავარი – შეტევა.

30 ივნისს, მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენ ახალ სეზონში პირველ შეხვედრას ვატარებთ. ეს იქნება ჩემთვის პირველი ოფიციალური მატჩი თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელის რანგში. ძალიან მინდა, რომ ხალხი მოვიდეს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ისე ვითამაშოთ, რომ გულშემატკივარი მოვიყვანოთ სტადიონზე.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
gvelesa 18 აგვისტო 2011 15:40
FCB,
არ გეთანხმები.საშინლად ცუდად ფიქრობ : D
FCB 23 ივნისი 2011 20:48
ამ კაცის დანიშვნის აზრს ვერ ვიგებ რა.. ბარსეოლონაში რო ჟუვენილ ა-ს მწვრთნელი იყო პირველ გუნდს მაგრა გაწვრთნის იმიტო რო ქართული გუნდია? ბარსა ბ-ს მწვრთნელი მაინც ყოფილიყო.. მესი და პიკე ამასთან 15 წლის ასაკში იყვნენ და არა ჯერ ჩამოყალიბებული..

ამის დანიშვნა დინამოს სახელის შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი..



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (111)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი