დღის ახალი ამბები

„ასეთი სიბინძურის კადრებას რა დავარქვა არ ვიცი”

„ასეთი სიბინძურის კადრებას რა დავარქვა არ ვიცი”

კახა კალაძემ მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა. სიუჟეტი ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ავტომობილი „დეფენდერი“ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ატკატის“ სახით მიიღო.

„ეს მძიმე თემა იყო ჩემთვის, თითქოს კახა კალაძემ „ლენდროვერ დეფენდერი“ ატკატის სახით მიიღო. ასეთი სიბინძურის კადრებას რა დავარქვა არ ვიცი. ჩემი მეუღლის ხსენება რა შუაში იყო გაუგებარია.

მიზანმიმართულად ხდება ჩემი, ჩემი უწყების და სამსახურების დისკრედიტაცია. ყველაფერს ვაკეთებთ, ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და ქალაქის ინტერესებს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

იქვე ქალაქის მერისგან გაირკვა, რომ ავტომობილი „დეფენდერი“ კალაძეების ოჯახს საიჯარო მფლობელობაში ჰყავს. მისი ფასი არა 94 ათასი, არამედ 56 ათასი ევროა.

წყარო: resonancedaily.com





გაზიარება
მოინახულეს 5 107-ჯერ
კომენტარები
რეკლამა