მოთხოვნილებად ფეხბურთელთა Top10

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 03-ივლ, 16:459 Eke 2743


მოგეხსენებათ,სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გუნდებმა დაიწყეს თავიანთი შემადგენლობის გაძლიერება საჭიროსამებრ,გასაკვირი არცაა,რომ სატრანსფერო ამ ციებ–ცხელების დროს მთავარ როლში ევროპული გრანდები არიან,საინტერესოა თუ ვის გადმობირებას ცდილობენ ისინი თავიანთ გუნდებში და ვინ ყავთ მათ კონკურენტი ამ თუ იმ სატრანსფერო ოპერაციის განხორციელებაში

ახლა კი ვნახოთ ის 10,ყველაზე მოთხოვნილებადი ფეხბურთელი,რომლებითაც ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი.

სახელი–გვარი: ხავიერ პასტორე
ასაკი: 21
კლუბი: პალერმო
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
ფასი: £44 მილიონი

მოთხოვნილებად ფეხბურთელთა Top10

როგორც "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურისიო ზაპარინიმ განაცხადა, მის კლუბს უკვე ჰქონდა შემოთავაზება "ჩელსისგან" პასტორეს ლურჯებში გადაბირების შესახებ,მაგრამ პალერმოს პრეზიდენტმა განაცხადა,რომ : " თუკი ვინმეს პასტორეს შეძენა სურს £44 მილიონის გადახდა მოუწევს "– ასევე აღსანიშნავია ისიც,რომ "ჩელსის" გარდა პასტორეთი მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტიც" არიან

სახელი–გვარი: ცესკ ფაბრეგასი
ასაკი: 24
კლუბი: არსენალი
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
ფასი: £50 მილიონი

მოთხოვნილებად ფეხბურთელთა Top10

უკვე რამდენიმე სეზონია "ბარსელონა" ამაოდ ცდილობს დაიბრუნოს "არსენალის" კაპიტანი ცესკ ფაბრეგასი,მაგრამ გუნდებმა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს,კატალონიელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კვლავ ეცდებიან ფაბრეგასის გადმობირებას თავიანთი კლუბის რიგებში.

სახელი-გვარი: ნეიმარი
ასაკი: 19
კლუბი: სანტოსი
პოზიცია: შემტები ნახევარმცველი
ფასი: £30 მილიონი

მოთხოვნილებად ფეხბურთელთა Top10

ამ ბრაზილიელი ტალანტის გადმობირება და თავის რიგებში ხილვას კი მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ლამობს,მისი სატრანსფერო ღირებულება £30 მილიონია,მაგრამ კლუბებს შორის შეთანხმება ჯერ ვერ მოხერხდა,თუმცა იმასაც კი ამბობენ,რომ ჯერ კიდევ 5 წლის წინ გაიფორმა მადრიდულმა გუნდმა ბრაზილიელი,რამეთუ მათ მასში უდიდესი ნიჭი დაინახეს ფეხბურთის თამაშისა

სახელი-გვარი:
რედემალ ფალკაო
ასაკი: 25
პოზიცია: თავდამსხმელი
ფასი: £26 მილიონი
კლუბი: პორტუ

მოთხოვნილებად ფეხბურთელთა Top10

ამ კოლუმბიელი თავდამსხმელით "ტოტენჰემი" არის დაინტერესებული,შეგახსენებთ,რომ წინა სეზონში ფალკაომ 17-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება ევროპის ლიგაზე,"ტოტენჰემის" ფალკაოს გადმობირებაზე პრეტენზიას "არსენალიც" აცხადებს

სახელი-გვარი: კარლოს ტევეზი
ასაკი:26
პოზიცია: თავდამსხმელი
ფასი: £40
კლუბი: მანჩესტერ სიტი

მოთხოვნილებად ფეხბურთელთა Top10

ქალაქელთა კაპიტნის სურვა თავიანთ რიგებში მადრიდის "რეალის" და მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობას სურს,თუმცა ჯერჯერობით ქალაქელებთან შეთანხმება ვერცერთმა კლუბმა ვერ მოახერხა.

სახელი-გვარი: ედენ ჰაზარდი
ასაკი: 20
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
ფასი: £20
კლუბი: ლილი

მოთხოვნილებად ფეხბურთელთა Top10

ამ 20 წლის ბელგიელით,რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა თავისი კლუბის მიერ 57 წლის მანძილზე პირველად ტიტულის მოპოვებაში,დაინტერესებულნი არიან ევროპული გრანდები: "ლივერპული", "არსენალი", "ტოტენჰემი" და წითელი ეშმაკუნები.შეგახსენებთ,რომ წინა სეზონში ედენი "ლილს" 12 გოლით შეეწია.

სახელი-გვარი: მარიო გოტზე
ასაკი: 18
პოზიცია: ნახევარმცველი
ფასი: £15
კლუბი: დორტმუნდის "ბორუსია"

მოთხოვნილებად ფეხბურთელთა Top10

მანჩესტერ "უნაიტედის" მთელი ყურადღება ნახევარდაცვის გაძლიერებაზეა გადატანილი,ეს ახალგაზრდა გერმანელი კი წითელი ეშმაკუნების ხელმძღვანელთა აზრით შესანიშნავი შენაძენი იქნება,თავიანთი მიზნის მისაღწევად

სახელი-გვარი: მარკო მარინი
ასაკი: 28
პოზიცია: განაპირა თავდამსხმელი
ფასი: £15
კლუბი: ბრემენის "ვერდერი"

მოთხოვნილებად ფეხბურთელთა Top10

იოზილის წასვლის შემდეგ,მისი პოზიცია ღირსეულად დაიკავა მარკო მარინმა,რომლითაც ამჟამად ინგლისური გრანდები "მანჩესტერი უნაიტედი" და ლონდონის "არსენალი" არიან

სახელი-გვარი: დიდიე დროგბა
ასაკი: 33
პოზიცია: თავდამსხმელი
ფასი: £10 მილიონი
კლუბი: ლონდონის "ჩელსი"

მოთხოვნილებად ფეხბურთელთა Top10

ტორესის "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ ნაკლებ სავარაუდოა დროგბას ძირითად შემადგენლობაში ყოფნა მომავალი სეზონიდან,მის მიმართ დაინტერესებულია ჰარი რედნაპი,რომელსაც სურს კოტდიუვარელი ფორვარდი "ტოტენჰემის" რიგებში იხილოს, დროგბას გადაბირებითაა დაინტერესებული ასევე "გალათასარაი"

სახელი-გვარი: უესლი სნეიდერი
ასაკი:26
პოზიცია: ნახევარმცველი
ფასი: £30
კლუბი: მილანის "ინტერი"

მოთხოვნილებად ფეხბურთელთა Top10

სერ ალექს ფერგიუსონი უკვე 2 სატრანსფერო სეზონია,რაც ჰოლანდიელის გადაბირებას ცდილობს წითელი ეშმაკუნების რიგებში და პოლ სკოულზის მისით ჩანაცვლებას,მაგრამ მანჩესტერელთა და მილანელთა შორის ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა შეთანხმება.

ეს არის Top10-ეული იმ ფეხბურთელებისა,რომელთა ტრანსფერები ძალზედ აქტუალური და ამასთანავე ძალზედ რეალურია...


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 3 ივლისი 2011 19:19
ქართველი...,
სურვილისამებრ wink
admin,
სპასიბა თაზო შენ გაჩუქე ეს სტატია დაბადების დღისთვის wink
FCB 3 ივლისი 2011 19:11
Eke,

კი კი :D და მერე მოყვება რა მესის ცუდი ცაცია აქვს? :D
admin 3 ივლისი 2011 19:10
ერთერთი საუკეთესო სტატიაა მათ შორის რაც დაწერილა ამ საიტზე, ყოჩარ ეკე ასე გააგრძელე
ქართველი... 3 ივლისი 2011 18:56
FCB,
აბა შენ ეგა თქვი : D

Eke,
სირაძეზე გვარზე ვამახვილებთ ყურადრებას? : D
Eke 3 ივლისი 2011 18:51
ციტატა: FCB
მესი და რონალდო რეალი და ბარსა სადმე რო არ გაკვეხონ კომენტარებში არ შეიძლება რა


ეგ რა თქმა უნდა სულ რო სირაძეზე იყოს სტატია მაინც დაუკავშირებენ როგორმე, ან საერთოდ ფეხბურთს რომ არ ეხებოდეს და კლიჩკოზე იყოს სტატია მაინც გააკვეხებენ სადმე იტყვიან რაღა რონალდოს დაურტყავს ცაციათი და რაღა კლიჩკოს მარჯვენა აბერკოტითო wink
FCB 3 ივლისი 2011 18:31
gvelesa,

მესი და რონალდო რეალი და ბარსა სადმე რო არ გაკვეხონ კომენტარებში არ შეიძლება რა :D

Sportnews 3 ივლისი 2011 18:15
ციტატა: gvelesa
არ მიკვირს მესი რომ არ არის.რადგან ძალიან ბევრჯერ ეცადნენ და ვერ გადაიბირეს.თან მესიმ თქვა ბარსადან თუ წავალ არგენტინაში წავალ სხვაგან არსადო და უკვე აზრი აღარ აქ მაგის გადმობირებაზე ჩალიცშ.ისე მაგაში 300 მილიონს იხდიდა სიტი

300 მილიონს არა ხუთას კიდევ wink wink

საღოლ ეკე მაგარი სტატია , უფრო ხშირად წერე ხოლმე ესეთი სტატიები
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
gvelesa 3 ივლისი 2011 17:33
არ მიკვირს მესი რომ არ არის.რადგან ძალიან ბევრჯერ ეცადნენ და ვერ გადაიბირეს.თან მესიმ თქვა ბარსადან თუ წავალ არგენტინაში წავალ სხვაგან არსადო და უკვე აზრი აღარ აქ მაგის გადმობირებაზე ჩალიცშ.ისე მაგაში 300 მილიონს იხდიდა სიტი
Richie 3 ივლისი 2011 17:28
დროგბა არსად წავა გაახანგრძლივა
Eke 3 ივლისი 2011 17:14
ნეტავ მართლა გადავიდეს სნეიდერი მანჩესტერში რა



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი