"კუწას თასი" პირველი არხისაა

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 18-ოქტ, 18:539 Sportnews 1698


I არხი „კუწას თასის“ მფლობელი გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით 16 ოქტომბერს „ირაო“–ს სტადიონზე ქალ ჟურნალისტთა შორის მედია თასი გათამაშდა. ლელოს რედაქტორ მიხეილ კაკაბაძის მემორიალში რუსთავი 2–ის, პირველი არხის, ტელეკომპანია „იმედის“, რადიოების „სტარ FM”-ისა და ჯაკოს, გაზეთ „ლელოსა“ და ინტერნეტ პორტალ გოლი.ge-ის გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალურ ეტაპზე „სტარ FM”-ის, „ლელო“–ს, გოლი.ge, I არხის გუნდები გავიდნენ. ნახევარ ფინალში პირველი არხისა და „სტარ FM”-ის გუნდებმა იმარჯვეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ტურნირის მესამე ადგილის მფლობელი „ლელო“–სა და გოლი.ge დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა. გოლი. Ge-იმ პენალტების სერიაში დაამარცხა მეტოქე გუნდი და „კუწას თასის“ პრიზიორი გახდა.

ფინალური შეხვედრაგანსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დამთავრდა. პენალტების სერიაში კი 3:0 სძლია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რადიო „სტარ FM”-ს და „კუწას თასს“ დაეუფლა.

ტურნირის საუკეთესოდ დასახელდნენ: ნინო გაბელია – მეკარე, მარი ჭელიძე – მცველი, თათა ახობაძე – ბომბარდირი, გვანცა ვაჩაძე – საუკეთესო ფეხბურთელი, დიანა სურმანიძე – საიმედო მეკარე.

გამარჯვებულები და პრიზიორები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამა და მიხეილ კაკაბაძის შვილიშვილმა თეონა კაკაბაძემ დააჯილდოვეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (19)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)