მეგობრობის თასი მესხეთს, პრიზები და ჯილდოები ყველას

სიახლეები 27-ივლ, 13:129 Richie 3169


22 ივლისს დაიწყო და უკვე თბილისში დასრულდა საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ”მეგობრობის თასი 2011-ის” გათამაშება, რომლის ორგანიზატორი ”კავკასიის ფონდი” (პრეზიდენტი გივი ღამბაშიძე) და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი სერგო გაბელაია) იყო. გათამაშება 1997-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა და მოზარდთა შორის გაიმართა. მონაწილეთა კვარტეტიდან სამი ქართული გუნდი იყო - ცხინვალის ”სპარტაკი”, თბილისის ”ამერი” და ახალციხის ”მესხეთი”. მეოთხე მონაწილე კი უცხოური კლუბი, კერძოდ კი ინგუშეთიდან ჩამოსული ნაზრანის ”ანგუშტი” გახლდათ, რომელიც სოლიდური დელეგაციით გვეწვია. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, წილისყრამ ნახევარფინალისტები დააწყვილა. ”სპარტაკსა” და ”ანგუშტს” შორის შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში ცხინვალელემა იმარჯვეს, საბოლოო ჯამში 5:3 დაამარცხეს ინგუშები და ფინალში გავიდნენ. მეორე ფინალისტი ახალციხის ”მესხეთი” გახდა, რომელმაც თბილისის ”ამერს” 2:1 სძლია.
ტურნირის დასკვნით დღეს, ნახევარფინალში გამარჯვებულები მე-3 ადგილისთვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს. ნაზრანის ”ანგუშტი” და თბილისის ”ამერი”. ინგუშებმა თბილისელები დიდი ანგარიით 5:1 დაამარცხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთიდან ხუთივე ბურთი ”ნაზრანის” თავდამსხმელმა მაგომედ ელჯარკიევმა გაიტანა, რომელიც ჯამში გატანილი 6 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა.
ფინალი დრამატული გამოდგა. ცხინვალის ”სპარტაკსა” და ახალციხის ”მესხეთს” შორის შეხვედრა ფრედ, 1:1 დამთავრდა. პენალტების სერიაში ”მესხებმა” იძალეს და საბოლოდ 4:2 მოიგეს.
გათამაშბის მონაწილეები თასებითა და სხვა სპეციალური პრიზებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, სამრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ცხინვალის ”სპარტაკის” პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა, სამხრე ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა, შესაბამისად სერგო გაბელაიამ და გიორგი აღდგომელაძემ, ნაზრანის ”ანგუშტის” პრეზიდენტმა ალიხან ახილბოვმა დააჯილდოვეს. გარდა ამისა, ორგანიზატორენმა ტურინირის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა ჩაონათვალი ასეთია:
საუკეთესო მეკარე - ნიკა მაისურაძე (”მესხეთი”)
საუკეთსო ეხბურთელი - ისლამ ხაგაევი (”ანგუშტი”)
საუკეთესო თავდამსხმელი - მაგომედ ელჯარიევი (”ანგუშტი”, 6 გოლი)
ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე - გიორგი მაისურაძე (2002 წელში დაბადებული, ”სპარტაკი”)
გათამაშების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ტურნირი გაისადაც ჩატარდება, სავარაუდოდ უფრო მასშტაბურად და ტრადიციულად იქცევა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი