U 17: საქართველო 1-1 ინგლისი

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / ევროტურნირები 20-ოქტ, 18:299 Sportnews 2098


თბილისში მიმდინარე 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა ქართველმა ჭაბუკებმა ინგლისელ თანატოლებს ტოლი არ დაუდეს და ფრედ 1:1 ეთამაშნენ.

პირველ ტაიმში ჰალამ ჰოუპის გატანილი გოლი, ბაჩანა არაბულმა 63-ე წუთზე გაქვითა. ჰოუპიც და არაბულიც ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირთა შორის არიან - ბრიტანელი 3 გატანილი გოლით ლიდერობს, ქართველს კი, ანგარიშზე ერთი ნაკლები აქვს

.
ვაკეში ითამაშა მე-3 ჯგუფის კიდევ ორმა მონაწილემ. შვედი და პოლონელი ჭაბუკების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათი ასპარეზობა უგოლოდ დასრულდა - 0:0.

დასკვნითი ტურის შეხვედრები 23 ოქტომბერს შედგება. ეროვნულ სტადიონზე ერთმანეთს საქართველო და შვედეთი შეხვდებიან, ხოლო “მიხეილ მესხზე” - პოლონეთი და ინგლისი.

გათამაშების დებულებით, ელიტ-რაუნდში ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებსაც 13 ჯგუფიდან კიდევ ორი საუკეთესო მესამე ადგილოსანი (ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასულ გუნდებთან დაგროვილი ქულების მიხედვით) დაემატება. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 2011 წლის მაისის დასაწყისში სერბეთში გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 23 ოქტომბერი 2010 18:53
მსოფლიო ცჰვენ წინ დაიჩოქება lol
Sportnews 20 ოქტომბერი 2010 21:26
აუუ ეხლა შვედეთთან იმედია არ წავეგებთ და ელიტ რაუნდში გავალთ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Eke 20 ოქტომბერი 2010 20:06
მალადეც ბიჭებს
admin 20 ოქტომბერი 2010 19:18
ვაგებდით და გავათანაბრეთ ეს კი სულ მცირე იმას ნიშნავს რომ ბრძოლის უნარი გვაქ :) ასე გააგრძელეთ ბიჭებო და მსოფლიო სულ ცოტახანში ჩვენწინ დაიჩოქებს!



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (202)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი